უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მივიდა, სადაც, მისი წინადადებით, დღეს უნდა გამართულიყო დებატები ვლადიმირ ზელენსკისთან. ზელენსკიმ მისვლაზე უარი თქვა. მან წინასწარვე თქვა, რომ არა 14-ში, არამედ 19 აპრილს აპირებს სტადიონზე დებატებში მონაწილეობას.
რადიო თავისუფლების ცნობით, პოროშენკომ მიმართა თავის მხარდამჭერებს, რომლებიც სტადიონთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი დაიწყო მისი პრესკონფერენცია სტადიონის კომპლექსში შემავალ ერთ-ერთ დარბაზში.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.
უკრაინის არჩევნები - ვინ ვინ არის სინამდვილეში
უკრაინაში ხმების ნახევარზე მეტი დათვლილია, ზელენსკიმ ხმების 30% მიიღო
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება - ეგზითპოლი
ფოტო: რადიო თავსუფლება