Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვაქვს უამრავი პრეტენზია დირექტორთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით - აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები

17 აპრილი, 2019 21:47

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 103 თანამშრომლის მრჩეველთა საბჭოს განცხადებით მიმართავს, რომელშიც მაუწყებელში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურებიან. წერილი საბჭოს facebook გვერდზე გამოქვეყნდა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ემიჯნებიან მაუწყებლის სახელით გაკეთებულ განცხადებას მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებზე. 

„ასევე, ვემიჯნებით საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას. ვაცხადებთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არის ნათია კაპანაძის მონაპოვარი და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის მომენტიდან და გვჯერა, ასევე გაგრძელდება მომავალშიც. 

სამწუხაროდ, დღეს მაუწყებელში არსებობს შიშის ფაქტორი, ბევრი თანამშრომელი დათრგუნული და იმედგაცრუებულია არსებული მდგომარეობით. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში, მით უფრო საზოგადოებრივ მედიაში შიშის არსებობა დაუშვებელია.

დირექტორი ტელევიზიის და რადიოს მართვისას ღებულობს ერთპიროვნულ და არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რაც ძალიან უარყოფიდად აისახა ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობასა და იმიჯზე. არაპროფესიონალური მართვის შედეგი მძიმე ტვირთად აწვება მაუწყებელს.
ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს აქვთ უამრავი პრეტენზია დირექტორთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორისაა სამართლიანი ანაზღაურების საკითხიც.

იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე პროცესები მშვიდობიანად, საზოგადოების და მაუწყებლის თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით დასრულდება, ტელევიზია და რადიო გააგრძელებს თავისუფალ გარემოში განვითარებას და იქნება საზოგადოების სამსახურში“,- ნათქვამია განნცხადებაში. 

აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დირექტორის ნათია კაპანაძის უნდობლობის საკითხის 18 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე განხილავს.  სხდომა 11 საათზე დაიწყება

აჭარის ტელევიზიის განცხადებით, მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა (ირაკლი დარცმელიძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გიგა ჩხარტიშვილი - „ქართული ოცნება“) მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, დირექტორის, ნათია კაპანაძის მიმართ უნდობლობის პროცედურის დასაწყებად 11 აპრილს მიმართა.

გადაწყვეტილების მისაღებად მრჩეველთა საბჭოს 3 წევრის ხმა არის საჭირო. საბჭოში სულ 5 წევრია. 

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო დირექტორის უნდობლობის საკითხზე 18 აპრილს იმსჯელებს

ბოლო წლებში გამორჩეულ მედია სივრცედ იქცა - EMC აჭარის ტელევიზიას სოლიდარობას უცხადებს

როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია - ოპოზიცია აჭარის ტელევიზიაზე

NGO-ები უარყოფითად აფასებენ აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის შესახებ ინიციატივას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^