Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ რასობრივ დისკრიმინაციაში ბრალდებული ნაციონალისტური ჯგუფების 5 წევრი გაამართლა

18 აპრილი, 2019 16:44

17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ ნაციონალისტური ჯგუფების 5 წევრი, რომლებსაც ხულიგნობა და რასობრივი დისკრიმინაცია ედებოდათ ბრალად, უდანაშაულოდ ცნო.

„ქართული ძალისა“ და რამდენიმე სხვა ნაციონალისტური ჯგუფის 12 წევრი პოლიციამ 2016 წლის 27 სექტემბერს, აღმაშენებლის გამზირზე სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე დააკავა.

შსს-მ 27 სექტემბერსვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს „ქართული ძალის“ აქტივისტები, რომლებმაც თბილისში არასანქცირებული მსვლელობა გამართეს გმირთა მოედნიდან მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმართულებით.

„მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს“, - ნათქვამია 2016 წელს შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობისა და რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით წარიმართა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

12 დაკავებულიდან 7 არასრულწლოვანი იყო და მათი საქმე სასამართლომ ცალკე განიხილა. „ქართული ძალის“ ლიდერისა და ერთ-ერთი დაკავებულის, ნიკოლოზ ბურნაძის ადვოკატის თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ სასამართლომ შვიდივე არასრულწლოვანი გაამართლა, ახლა კი დარჩენილი 5 ბრალდებულიც უდანაშაულოდ ცნო.

გელა ნიკოლაიშვილმა „ლიბერალს“ უთხრა, რომ მოწმეებმა ვერ დაასახელეს კონკრეტული პირი, ვინც იმ დღეს აღმაშენებლის გამზირზე კანონი დაარღვია.

„პროცესზე გამოიკვეთა, რომ ვერც ერთმა მოწმემ - ვერც ე.წ. დაზარალებულებმა, ვერც უცხოელებმა, ვერც ქართველებმა ვერ ამოიცნეს კონკრეტული პიროვნება ამ ბრალდებულებიდან.

ზოგადად ლაპარაკობდნენ, რომ იყო ხმაური, ვიღაც შემოვარდა, ვიღაცამ შუშა ჩაამტვრია, ვიღაცამ ბანერი დააზიანა. მაგრამ ვინც იქ ესწრებოდა, ვერც ერთი მათგანი ვერ ამოიცნეს და აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, რომ მოსამართლეც გამამართლებელ განაჩენს გამოიტანადა“, - უთხრა „ლიბერალს“ გელა ნიკოლაიშვილმა.

ფოტო: ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი/ლიკა თომაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^