Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტროს განმარტება სამხარაულის ბიუროსთვის ექიმ-სპეციალისტის წარდგენასთან დაკავშირებით

18 აპრილი, 2019 17:11

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ბაჩანა შენგელიას განცხადებას ეხმაურება. დღევანდელ პრესკონფერენციაზე  ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მეორე უარი მიიღო ექსპერტიზაზე. მისი თქმით, გუშინ მიიღო ბიუროდან წერილი, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის სამინისტრომ სამხარაულს ექსპერტიზისთვის ექიმ-სპეციალისტი არ წარუდგინა. 

მარინა დარახველიძე განმარტავს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან სამინისტროს თანამშრომლობა არის ნებაყოფლობითი, რომელიც ურთიერთშეთანხმებით მიმდინარეობს და არ არის ვალდებულებითი. 

„წერილები ერთი თვის შუალედითაა შემოსული, თებერვალსა და მარტში. ასევე ამ თვეებშია პასუხი გაგზავნილი. ერთ შემთხვევაში გამოყოფილია ექსპერტის კანდიდატურა, ხოლო მეორე შემთხვევაში მიწოდებულია რეკომენდაცია, რომ ამ ეტაპისთვის უმჯობესია, მიმართონ შესაბამისი პროფილის ექიმის ასოციაციებს. ეს არის რუტინული, ჩვეულებრივი პასუხები, რომლებსაც მივმართავთ მთელი ამ წლების განმავლობაში, განსხვავება ამ შემთხვევაშიც არ ყოფილა. თუ როგორ დამთავრდა მათი [ბიუროს] ურთიერთობა ექსპერტთან, ჩვენთვის არ არის ცნობილი. ამ ინფორმაციას ჩვენ არ ვიღებთ, არ შედის ჩვენს კომპეტენციაში ეს მონიტორინგი. ეს არის ურთიერთობა ბიუროსა და ექსპერტს შორის“,- ამბობს მარინა დარახველიძე. 

მისი ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განმარტებით, ვინაიდან, მათი შეფასებით, პროკურატურა მასზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად არ ასრულებს, ისინი იძულებულნი გახდნენ, თავად ჩაეტარებინათ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, რათა ნათელი გამხდარიყო ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზი. ადვოკატი ამბობს, რომ ამ მიზნით, ორ თვეზე მეტია, მათივე ხარჯით დაინიშნა ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში.

ადვოკატი განმარტავს, რომ პირველ შემთხვევაში, ბიურომ უარი უთხრა მათ ექსპერტიზაზე, კონკრეტული სპეციალისტის მოუცლელობის გამო, ხოლო მეორე შემთხვევაში, გუშინ, ბიუროდან მიიღეს პასუხი, რომ შეუძლებელია, კვლევის ჩატარება, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ არ გამოყო შესაბამისი სპეციალისტი.

ბაჩანა შენგელიას განმარტებით, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, სისხლჩაქცევა, რომელიც განუვითარდა გარდაცვლილ ია კერზაიას შეიძლებოდა თუ არა, გამოწვეული ყოფილიყო ძლიერი სტრესით, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებას გამოეწვია.

„ამ შეკითხვაზე პასუხი ბუნებრივია, ერთმნიშვნელოვანია. ზუსტად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურთ, ვინაიდან ეს იქნება ძალიან სერიოზული მტკიცებულება ჩვენს საქმეში. ვფიქრობთ, ზუსტად ამიტომ ხდება პასუხისგან სრულიად უკანონოდ თავის არიდება“, - ამბობს ბაჩანა შენგელია.

შენგელია: ჯანდაცვის სამინისტრომ სამხარაულს ექსპერტიზისთვის ექიმ-სპეციალისტი არ წარუდგინა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^