Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შენგელია: ჯანდაცვის სამინისტრომ სამხარაულს ექსპერტიზისთვის ექიმ-სპეციალისტი არ წარუდგინა

18 აპრილი, 2019 13:14

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ ია კერზაიას საქმის ობიექტურ და დროულ გამოძიებას ხელს უშლიან.

დღეს პრესკონფერენციაზე შენგელიამ განაცხადა, რომ გუშინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მეორე უარი მიიღო ექსპერტიზის ჩატარებაზე.

ბაჩანა შენგელიას განმარტებით, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, სისხლჩაქცევა, რომელიც განუვითარდა გარდაცვლილ ია კერზაიას შეიძლებოდა თუ არა, გამოწვეული ყოფილიყო ძლიერი სტრესით, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებას გამოეწვია.

„ამ შეკითხვაზე პასუხი ბუნებრივია, ერთმნიშვნელოვანია. ზუსტად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურთ, ვინაიდან ეს იქნება ძალიან სერიოზული მტკიცებულება ჩვენს საქმეში. ვფიქრობთ, ზუსტად ამიტომ ხდება პასუხისგან სრულიად უკანონოდ თავის არიდება“, - ამბობს ბაჩანა შენგელია.

მისი ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განმარტებით, ვინაიდან მათი შეფასებით პროკურატურა მასზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად არ ასრულებს, ისინი იძულებული გახდნენ, თავად ჩაეტარებინათ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, რათა ნათელი გამხდარიყო ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზი. ადვოკატი ამბობს, რომ ამ მიზნით, ორ თვეზე მეტია, მათივე ხარჯით დაინიშნა ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში.

ადვოკატი განმარტავს, რომ პირველ შემთხვევაში, ბიურომ უარი უთხრათ ექსპერტიზაზე კონკრეტული სპეციალისტის მოუცლელობის გამო, ხოლო მეორე შემთხვევაში, გუშინ, ბიუროდან მიიღეს პასუხი, რომ შეუძლებელია კვლევის ჩატარება, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ არ გამოყო შესაბამისი სპეციალისტი.

ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ის შეეცდება, ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღოს სამართლებრივი დასაბუთება, თუ რატომ არ გამოჰყვეს მათ ექსპერტი. მას, ჯერჯერობით, სამინისტროსთან კომუნიკაცია არ ჰქონია. 

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ბაჩანა შენგელია კიდევ ერთხელ შეეცდება მიიღოს ექსპერტიზის პასუხი, უარის შემთხვევაში იძულებული გახდებიან, მიმართონ საერთაშორისო საექსპერტო დაწესებულებას და სხვა ქვეყანაში ჩაატარონ შესაბამისი კვლევა.

„გუშინდელი პასუხებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ საქმის გაყალბებაში ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ჯანდაცვის სამინისტრო, რომელმაც, როგორც სამხარაულმა გვაცნობა, არ გამოუყო ექსპერტი, ბუნებრივია, ჩართულია განათლების სამინისტრო და, რა თქმა უნდა, პროკურატურა, რომლის მხრიდანაც არ იდგმება ეფექტიანი ნაბიჯები საქმის გამოძიებისთვის. ოთხ თვეზე მეტი გავიდა ამ საქმიდან და არც ერთი თანამდებობის პირი, რომელიც არის სავარაუდო ეჭვმიტანილი ია კერზაიას საქმეში, არ გათავისუფლებულა  ან დროებითაც არ ჩამოშორებულა თანამდებობას“, - ამბობს ბაჩანა შენგელია.  

ბაჩანა შენგელია დღეს პროკურატურაში ადვოკატთან ერთად ია კერზაიას საქმის მასალებს გაეცნობა. პროკურატურამ შენგელიას მასალების გაცნობა გუშინ შესთავაზა.

„ჩვენ არ გვჭირდება ერთმნიშვნელოვნად ფასადური განცხადებები, ფორმალური გამოძიებები. ჩვენი ერთადერთი მიზანი არის ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე მინისტრი ბატიაშვილი ინარჩუნებს უფლებამოსილებას და ის არც კი გამოკითხულა, ჩვენი ინფორმაციით. მეორე - გამოძიებამ მიუხედავად იმისა, რომ დაადასტურა ე.წ. ყალბი განმცხადებლის არსებობა, არ დაუდგენია, ვინ შეიტანა ეს ყალბი შინაარსის განცხადება; არ ამოუღიათ ვიდეოჩანაწერი; არ უწარმოებიათ ის გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ჩატარება დღეს, ხვალ ან ზეგ შედეგს ვეღარ მოგვცემს.

დღეს მივდივართ პროკურატურაში, გავეცნობით საქმის შინაარსს, გაცნობის შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრებ. თუმცა არსებული გარემოებები ადასტურებს, რომ გამოძიება არის არაეფექტიანი, გაუმჭვირვალე და არ არის ობიექტური“,- განაცხადა ადვოკატმა.

„ლიბერალი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია რა გახდა მიზეზი, რის გამოც, სამინისტრომ სამხარაულის ბიუროს ექიმ-სპეციალისტი არ წარუდგინა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

სამინისტროს განმარტება სამხარაულის ბიუროსთვის ექიმ-სპეციალისტის წარდგენასთან დაკავშირებით

პროკურატურა განმარტავს, რატომ არ ანიჭებს ია კერზაიას შვილს დაზარალებულის სტატუსს

„მე მაინტერესებს დამნაშავეების დასჯა და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“ - ინტერვიუ ბაჩანა შენგელიასთან​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^