Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუსის ჩანაწერი არაა იმის საპირწონე, რომ ხელისუფლება არ იძიებს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას - ბოკუჩავა

07 მაისი, 2019 18:51

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ სუსის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი არ გამოდგება იმის საპირწონედ, რომ ხელისუფლება არ იძიებს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს. 

„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა, თუმცა ამ აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება სუსის მხრიდან ვერ გახდება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის არგამოძიების საპირწონე. მრავალი თვეა, პროკურატურა არ იძიებს ამ საქმეს, ამიტომ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პარლამენტს და სამშაბათის სხდომაზე დავაყენებთ უკვე ოფიციალურადაც, რომ შეიქმნას თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის ირგვლივ საგამოძიებო კომისია პარლამენტში. მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, დაიჭირონ მხარი ამ ინიციატივას და შევისწავლოთ არა მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, არამედ ასევე ის აუდიოჩანაწერი, რომელიც დღეს გამოაქვეყნა სუსმა. ფაქტია, ეს არის მცდელობა, რომ საპირწონედ წარმოაჩინოს აღნიშნული აუდიოჩანაწერი და საზოგადოებას არ მისცენ იმის შესაძლებლობა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიიღონ თავიანთ კითხვებზე პასუხები“,- ამბობს თინა ბოკუჩავა.

სუს-ში ამბობენ, რომ  „გამოავლინეს მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე".

სუს - მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს გეგმავდა

„სალოცავად მივდივარ“ - მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^