მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი გამოკითხვიდან გამოვიდა და სუსი შენობა დატოვა. მაჩალიკაშილების ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ მორის მაჩალიკაშილისთვის ბრალი არ წარუდგენიათ და ის მოწმის სახით დაიკითხა.
„ის გამოიკითხა 2018 წლის ზაფხულში დაწყებული გამოძიების ფარგლებში. მან ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი. საქმე არის გასაიდუმლოებული ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია განმარტებების გაკეთება, არ შეგვძლია შინაარსზე საუბარი.
რაც შეეხება ჩანაწერებს ჩვენთვის არ გადმოუციათ არც ერთი მტკიცებულება, არ მოგვისმენია ხმა, შესაბამისად ვერ დავადასტურებთ ვერც ამ მტკიცებულების არსებობას, ვერც ავთენტურობას," - ამბობს ადვოკატი.
სუს-ში ამბობენ, რომ „გამოავლინეს მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე".
სუს - მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს გეგმავდა
„სალოცავად მივდივარ“ - მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა