პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ სუსის მიერ გავრცლებეულ განცხადებასთან დაკაშირებით ჟურნალისტებს ესაუბრა. ის აცხადებს, რომ ნებისმიერ დროს მივა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე.
„მე გეუბნებით, როცა ესენი ძალად მამწარებენ, მაქვს ხოლმე ეს საუბარი. არ მახსოვს, შესაძლოა, მეთქვას ასეთი რამე. ერთზე გავამახვილებ ყურადღბას, როცა მე ვხედავ ჩემს მტერს, დღეს რა ჯოჯოხეთშიც ვიმყოფები და რა ჯოჯოხეთშიც ვყავარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხაურს. მე ამას გავიგებ, არც ვმალავ, რომ გავიგებ, ვინ არის ჩემი მტერი, მისი ცოცხალიც მაინტერესებს და მისი მკვდარიც, მისი შვილიც, შვილიშვილიც და მისი თაობაც, მისი მოდგმაც, ყველა მაინტერესებს, არა იმიტომ, რომ გავანადგურო, არამედ ვიცოდე, ვინ არის ჩემი მტერი.
მე ვიყავი 5-ჯერ დაბარებული. ბოლოს ათი საათი დამკითხეს და მაშინ ვთქვი, თუ ძალით არ მომიყვანთ, მე აქ მომსვლელი არ ვარ, რადგან, ვინც იქ ზის, ყველას თემირლანის სისხლში აქვს ხელები გასვრილი. ჩემს ადგილას ნებისმიერმა ქართველმა ერთი წუთით წარმოიდგინოს თავი. იმიტომ არ მივდივარ იქ, მაგრამ, რომ მცოდნოდა, რომ ამ საქმეს ეხებოდა საქმე, წავალ, ახლაც მივალ.
თუ ვიყავი საშიში და ვაკეთებდი ტერაქტს, დაეცადათ იმ ტერაქტამდე და ფაქტზე დავეჭირე. ერთი წელია, იმაზე მუშაობენ, როგორ გავანადგუროთ ვახა, გავაჩუმოთ ეს ადამიანი და გამოვამწყვდიოთ. მე ბევრჯერ მომდის ეს აზრი, მაგრამ ამას ვკლავ ჩემში. ამ ძალას ვნახულობ ჩემში, რადგან ქართველი ხალხის თანადგომას ვხედავ და მე არ ვარ ამაზე წამსვლელი, მაგრამ როგორც ასეთი ვაინახი, ჩეჩენი, ქისტი კაცი ვარ, მე მომიკლეს სახლში შვილი, ერთადერთი ვაჟი. ჩემი ღირსება და ჩემი კაცობა მაქვს, მაგრამ მაინც ვცემ ამ ქვეყანას პატივს და ვცდილობ, კანონის ფარგლებით დავსაჯო ეს ადამიანები. მე არ მეშინია ციხის, მაინც ვიბრძოლებ, თუ ვარ დამნაშავე, დამიჭირონ", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
გუშინ სუს-ში განაცხადეს, რომ „გამოავლინეს მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე".
სუს - მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს გეგმავდა
„სალოცავად მივდივარ“ - მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა