Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: მეც თსუ-ის პროფესორი ვარ და მიხარია, რომ ნინო გვენეტაძე ჩემი კოლეგა იქნება

09 მაისი, 2019 13:59

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნინო გვენეტაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დანიშვნა მიულოცა. კობახიძის თქმით, მოსაზრება, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ეს თანამდებობა დუმილის სანაცვლოდ მიიღო, მხოლოდ ოპოზიციის სპეკულაციაა.

„მინდა, მივულოცო ნინო გვენეტაძეს. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა. მეც თსუ-ის პროფესორი გახლავართ და მიხარია, რომ ის იქნება ჩემი კოლეგა. შესაბამისად, მთელი სულით და გულით ვულოცავ ამ თანამდებობას. ხოლო ოპოზიციის განცხადებები არის სპეკულაცია, რაც მოსალოდნელი იყო. ოპოზიცია ყოველთვის სპეკულირებს ასეთ საკითხებზე და ბუნებრივია, არავის გაჰკვირვებია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან გვენეტაძეზე ზეწოლას გამორიცხავს. მისი თქმით, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გვენეტაძემაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო, რაც უზენაესი სასამართლოს სხვა 8 მოსამართლემ. ამიტომ, ამ ლოგიკით, ნინო გვენეტაძეც მოსამართლეთა კლანის წევრი გამოდის.

„გახსოვთ, რომ ვენეციის კომისიამ ამ 9 მოსამართლიდან 8 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილებას გაუწია რეკომენდაცია. არანაირი კითხვა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღო 9 მოსამართლემ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ეს გადაწყვეტილება. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ყაჩაღურად მიითვისა „რუსთავი 2“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ თსუ-ში დაუდასტურეს. 

ინფორმაციას ადასტურებენ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურშიც.მათი თქმით, ნინო გვენეტაძე უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა. 

თსუ-ში აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის რექტორს ორი ახალი მოდგილე ჰყავს,- ნინო ოკრიბელაშვილი სამეცნიეროს, ნინო გვენეტაძე კი სასწავლო მიმართულებას უხელმძღვანელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^