გასაკვირი არ ყოფილა ნინო გვენეტაძის იმ თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც იმყოფება, - ასე ეხმაურება პრემიერი მამუკა ბახტაძე უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის დანიშვნას თსუ-ს პრორექტორად.
„მე ქალბატონ ნინოს ვიცნობ, როგორც ძალიან კარგ პროფესიონალს, მაღალი დონის იურისტს, მეცნიერს და ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა ქალბატონი ნინოს ამ პოზიციაზე დანიშვნა. მსურს მას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა ბახტაძემ.