პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, როენა ხუცურაული აცხადებს, რომ სასტუმროს კათარზისად გადაკეთებას აპირებდა. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
„სანამ ეს მოხდებოდა, სამი თვის წინ ვაპირებდი ზინაიდა ქორიძესთან ხელშეკრულების შეწყვეტას. ქირა ვერ მოჰქონდა და ამიტომ მინდოდა შემეწყვიტა. ზინაიდამ მითხრა, მეწილეები მყავს და ქირას მოგიტანო, კიდევ შანსი მივეცი. დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, კათარზისი მინდოდა გამეკეთებინა", - განაცხადა ხუცურაულმა.
შსს-მ 8 მაისს პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, 5 პირი დააკავა.