Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მაღაროელებს გადაბმულად ამუშავებენ, 15 დღე ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვთ" - ჭიათურის პირველადი პროფკავშირი

16 მაისი, 2019 15:39

ჭიათურაში გუშინ საღამოს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გაფიცვა დაიწყო. 

ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა სამხარაძე „ლიბერალთან“ ამბობს, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა არავის. სპონტანურად დაიწყო გაფიცვა და ე.წ. ვახტური რეჟიმის ერთი ცვლა აღარ გავიდა სამუშაოდ.

ე.წ. ვახტური რეჟიმის დროს მაღაროელი თვეში 15 დღე მუშაობს გადაბმულად კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. პაატა სამხარაძის თქმით, ამ თხუთმეტი დღის განმავლობაში მუშებს არ აქვთ უფლება სახლში წასვლის, არც ქალაქში გასვლა შეუძლიათ უნებართვოდ და მუშაობენ 12 საათის განმავლობაში. საერთო საცხოვრებელში კი არ არსებობს სამედიცინო პუნქტი და არც იმ ობიექტებზე, სადაც მუშაობა უწევთ. 

პაატა სამხარაძე ამბობს, რომ თვითორგანიზებული გაფიცვაა, ძირითადად, გაფიცვა კვების გაუარესებას მოჰყვა, შემდეგ კი ხელფასი და სხვა ყოფითი პირობები დააყენეს მუშებმა, რომლებიც, მისი თქმით, გაუსაძლისია საერთო საცხოვრებელში. 

 „დღიური პაიკაც (საკვები რაციონი) ცუდია, რომელიც მუშებს მიაქვთ მაღაროში, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ საუბარია უშუალოდ  საერთო საცხოვრებელში არსებულ კვებაზე. სამჯერადი კვება აქვთ -  დილით, შუადღისას და საღამოს. ეს კვება არის ძალიან ცუდი.  არაერთხელ ყოფილა ამაზე აქცია და მუშები სამი წელია, მოითხოვენ მენიუს შეცვლას.

საერთოდ ვახტაზე 15 დღე მუშაობს 150 კაცი, სულ 300, მაგრამ ამ წუთში ერთი ვახტაა გაფიცული, დილის და საღამოს ცვლა. მაღაროელები ვარაუდობენ, რომ  სხვებიც შემოუერთდებიან  გაფიცვას.

მე ადგილზე ვიმყოფები ახლა. არავინ იცოდა ამ გაფიცვაზე. თვითორგანიზებული ჯგუფია. მე რომ მივედი დილით, ადმინისტრაციიდან იყვნენ ასულები და ხალხს ელაპარაკებოდნენ, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. ჯერ ისევ გრძელდება გაფიცვა. 

კომპანია სთავაზობს მუშებს, რომ გამოიყოს რაღაც ჯგუფი, რომელიც მოლაპარაკების რეჟიმში ჩაერთვება, მაგრამ მაღაროელები არიან წინააღმდეგები. არანაირი ხუთკაციანი ჯგუფი, თუ რამე გადაწყვეტილება იქნება, გამოდით და ჩვენ გამოგვიცხადეთ ყველას ერთადო, ამბობენ. ჯგუფი რომ გამოიყოს, ამაზე უარს აცხადებენ," - გვიყვება პაატა სამხარაძე. 

მაღაროელების ძირითადი მოთხოვნაა - კვებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ხელფასის მომატება და სამედიცინო პუნქტების არსებობა. 

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

მაღაროელების გაფიცვა ჭაითურაში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს უკავშირდება - „ჯორჯიან მანგანეზი“

ფოტო: ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^