![](https://liberali.ge/uploads/470_tea1.jpg)
„მე, ალბათ, ჯარისკაცის ფსიქოლოგია მაქვს და როგორც ჩანს, გიორგი ქობულიას არ აქვს ჯარისკაცის ფსიქოლოგია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გიორგი ქობულიას პარლამენტში მისვლის შესახებ.
მისი თქმით, თუ მმართველი გუნდი იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა წავიდეს, ის უსიტყვოდ დატოვებს თანამდებობას.
„მმართველი გუნდი თუ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა წავიდეს, აბსოლუტურად უსიტყვოდ და პარლამენტში სიარულის გარეშე ვაპირებ, ეს გავაკეთო, რადგან მე ალბათ ჯარისკაცის ფსიქოლოგია მაქვს და როგორც ჩანს, გიორგი ქობულიას არ აქვს ჯარისკაცის ფსიქოლოგია“, – თქვა წულუკიანმა.
მისი თქმით, უცნაური ქობულიას ხილვა პარლამენტში.
წულუკიანი კომენტარს 1tv.ge აავრცელებს.