Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენთვის მოულოდნელად სტუდენტმა უარი თქვა საიას ადვოკატის დახმარებაზე - საია

25 მაისი, 2019 12:36

საია სექსუალური შევიწროების საქმზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია განმარტავს, თუ რატომ აღარ იცავს საია იმ სტუდენტის ინტერესებს, რომელმაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი და საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან", სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ამხილა. 

სტუდენტი ვერსიას, რომ ლექტორს ტელეფონი გაუტეხეს არ გამორიცხავს - ადვოკატი

განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ უნივერსიტეტში ეთიკის კომისიის სხდომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, მოულოდნელად სტუდენტმა უარი თქვა საიას ადვოკატის დახმარებაზე და მის საქმეში კერძო ადვოკატი ჩაერთო.

ორგანიზაციის განხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

"საზოგადოების მაღალი დაინტრესების გამო, გვსურს განვმარტოთ, რატომ აღარ აქვთ საიას ადვოკატებს უფლებამოსილება, დაიცვან სტუდენტის ინტერესები, რომელმაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი და საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან" სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ამხილა.

2019 წლის 21 მაისს სტუდენტმა მედიას ამ საქმეზე პირველი ინტერვიუ მისცა და შესაბამისი მტკიცებულებები გაასაჯაროვა. ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მალევე საია დაუკავშირდა სტუდენტს და სამართლებრივი დახმარება შესთავაზა, რასაც იგი დათანხმდა. საია მზად იყო სტუდენტის უფლებების დასაცავად როგორც სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე ყველა სხვა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით.

საქმესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საიას ადვოკატები მასთან ათანხმებდნენ და ემზადებოდნენ 24 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიაში დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. სხდომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, ჩვენთვის მოულოდნელად სტუდენტმა უარი თქვა საიას ადვოკატის დახმარებაზე და მის საქმეში კერძო ადვოკატი ჩაერთო. შესაბამისად, საიას ადვოკატებს აღარ აქვთ უფლებამოსილება, წარმოადგინონ მისი ინტერესები და გააკეთონ კომენტარები საქმის დეტალებზე.

საია პატივს სცემს დაზარალებულის გადაწყვეტილებას და ამავდროულად მზადაა, მისი სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მომენტში დაუბრუნდეს ამ საქმეს. ვუცხადებთ საჯარო მხარდაჭერას სტუდენტს მის მიერ წამოწყებულ სამართლებრივ ბრძოლაში და იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეზე დადგინდება სიმართლე".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^