სამწუხაროდ, გაფიცულმა მაღაროელებმა უარი განაცხადეს მედიატორის ჩართვაზე. ასეთ შემთხვევაში რჩება უშუალოდ მთავრობის ჩართულობა და რაღაცნაირად მედიატორობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე კომპანიასა და გაფიცულებს შორის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გაფიცული ჭიათურელი მაღაროელების შესახებ განაცხადა.
„ყველა საკითხი, გარდა ხელფასის მატების არის ჩვენი უშუალო ვალდებულება. ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასება და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მოუგვარდეთ. რაც შეეხება ხელფასების მატებას, უნდა შეიქმნას იმის საშუალება, რომ საქმიან რეჟიმში, მოლაპარაკების რეჟიმში დასხდნენ ეს ადამიანები მენეჯმენტთან და შეძლონ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება. ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულებაც კი აქვს რომ მიავლინოს შრომითი დავების მედიატორი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, გაფიცულებმა უარი განაცხადეს მედიატორის ჩართვაზე. ასეთ შემთხვევაში რჩება უშუალოდ მთავრობის ჩართულობა და რაღაცნაირად მედიატორობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე კომპანიასა და გაფიცულებს შორის",- განაცხადა სერგეენკომ.
ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი ამ დრომდე გაფიცულია. წარმოება 15 მაისიდან შეჩერებულია.
ჭიათურაში შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა, გაფიცულები მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ
„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და სიკვდილზე მივდივართ“ - რეპორტაჟი ჭიათურიდან