Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭიათურაში მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს

27 მაისი, 2019 20:03

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების შეხვედრა მინისტრებთან დასრულდა. როგორც ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა სამხარაძე „ლიბერალთან“ ამბობს, გაფიცვა შეწყდა და მას ამის შესახებ თავად მოშიმშილე მაღაროელებმა უთხრეს. როგორც ის ამბობს, შეხვედრას თავად არ ესწრებოდა, მხოლოდ მოშიმშილე გაფიცული მაღაროელები ესწრებოდნენ შეხვედრას. 

„ლიბერალს“ ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მლოდებაძემაც დაუდასტურა, რომ გაფიცვა შეწყდა და მოსახელობა ზეიმობს. მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია, 1 ივნისიდან მაღაროელები ხელფასის 25%-იანი მატებას მიიღებენ, ერთი წლის შემდეგ კი ხელფასისი10%-იან ზრდას. 

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და სიკვდილზე მივდივართ“ - რეპორტაჟი ჭიათურიდან

„ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა, გაფიცულები მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ

„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და სიკვდილზე მივდივართ“ - რეპორტაჟი ჭიათურიდან

______________

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში 15 მაისს, საღამოს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გაფიცვა დაიწყო. თავდაპირველად ერთი ცვლა - 150  მაღაროელი გაიფიცა, მოგვიანებით კი დანარჩენებიც შეუერთდნენ. ამჟამად ყველა მაღაროელი გაფიცულია და საწარმო გაჩერებული. კომპანიის შენობის ადმინისტრაციიდან მაღაროელებმა ჭიათურის მერიასთან გადაინაცვლეს და იქ განაგრძობენ პროტესტს.

გუშინ მაღაროელებს ტყიბულელი მეშახტეებიც შეურთნენ. მათ მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

მაღაროელები ხელფასის მომატებას (50%-იან ზრდას), კვების გაუმჯობესებას და სამედიცინო მომსახურებას მოითხოვენ. 

გაფიცვიდან მეორე  დღეს მუშებთან მმართველი პარტიის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე  მივიდნენ. ისინი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მაღაროელებს დაჰპირდნენ, რომ კომპანია იმ დღესვე დაიწყებდა მათი მოთხოვნების შესრულებას.

ამის შემდეგ მაღაროელები კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. როგორც გაფიცულები ამბობენ, კომპანიის შეთავაზება იყო ხელფასების 10 -15%-იანი  ზრდა, ისიც ეტაპობრივად და კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ. ამ პირობას მაღაროელები არ დასთანხმდნენ.

ამის შემდეგ 15 მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ისინი 10 დღე შიმშილობდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^