Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სარალიძე: ფაქტობრივად ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინაა სასამართლო პროცესი

04 ივნისი, 2019 13:38

დავით სარალიძის ჯგუფურად  დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დააკავეს. 

დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ „ტვ პირველთან“ ისაუბრა. 

„მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა ამ სიმართლის მიღწევაში. მადლობა მას, ვინც ბოლო-ბოლო ჩათვალა საჭიროდ, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს.

ფაქტობრივად, ჩავთვალოთ რომ სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი, ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას. შეეცდება თუ არა ისევ მის „გაპრავებას“. დაველოდოთ.

მოლოდინი მქონდა ყოველთვის, რომ კალანდიას დააკავებდნენ. ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ კალანდია იყო ერთ-ერთი დამნაშავე ჩემი შვილის მკვლელობაში. იმ დღიდან ყოველ დღე არასდროს არ შემიწყვეტია იმის მოლოდინი, რომ კალანდია მიეცემოდა პასუხისგებაში. იმიტომ, რომ ეს სამართალი საჭირო იყო“,- განაცხადა სარალიძემ. 

მიხეილ კალანდია ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - შსს

ბოკერია: კალანდიას დაკავება არის სწორი, ახლა ბრალი უნდა წაუყენონ იმ პირებს, ვინც გამოძიებას ხელს უშლიდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^