ბჩანა შენგელიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი თქვა - საქმე ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის დადგენასა და მისი გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის სიმბოლურ ანაზღაურებას ეხებოდა.
„ვითხოვდი მორალური ზიანის სიმბოლური თანხით, ერთი ლარით ანაზღაურებას ასევე პოლიტიკური დისკრიმინაციის დადგენას ია კერზაიას მიმართ. სასამართლომ, კერძოდ კი გიორგი გოგიჩაშვილმა მიიღო აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური და ყველანაირი კანონის დარღვევით გადაწყვეტილება. "კოპი-პეისტით" ერთმა მოსამართლემ ადმინისტრაციულის მოსამართლისგან პირდაპირ გადაიტანა თავის დასაბუთებაში, ეს ბუნებრივია არის უკანონო,“- განუცხადა „რუსთავი 2-ს“ ბაჩანა შენგელიამ.
შენგელია არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ.