შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გამოძიებას ატარებს.
უწყების ცნობით, ამ გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე, დაბარებული იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყებამ დღეს ერთი პირი , ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე დააკავა.
შსს-მ ე.წ.მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა