Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საარჩევნო რეფორმა და დებატები მთავარი საკითხების გარშემო

07 აგვისტო, 2019 18:36

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 5 აგვისტოს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პროექტი წარადგინა. 

კონსულტაციების მესამე რაუნდში მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აგრეთვე საერთაშორისო პარტნიორები. ოპოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ძირითადად ბლოკების გაუქმებისა და დაფინანსების წესის ცვლილების გამო აკრიტიკებს. 

როგორც თინა ბოკუჩავამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ხელისუფლება ყოველთვის სწორედ საარჩევნო ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა და ამის აკრძალვა ბიძინა ივანიშვილს სწორედ ამიტომ სურს“.

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" დირექტორის, ლადო ბოჟაძის თქმით, საქართველოში ბლოკები ძირითადად ერთიანდებოდნენ კორუფციული სისტემით და ეს უმთავრესად დაფინანსების მიღებას ემსახურებოდა. 

ჩვენს ქვეყანაში ბლოკების გაერთიანების საკმაოდ ცუდი გამოცდილება არსებობს. გაერთიანება ხდებოდა არა საერთო იდეოლოგიისა და პოლიტიკური ხედვის გარშემო, არამედ ისინი იძულებული იყვნენ, მაღალი საარჩევნო ბარიერის გამო გაერთიანებულიყვნენ და ამ ხერხით შესულიყვნენ პარლამენტშიდღეისათვის ჩვენ გვყავს 19 კვალიფიციურ სუბიექტი, მაგრამ, პოლიტიკაში მათი ჩართულობა რომ განვიხილოთ, შეიძლება სამიც კი ვერ დავასახელოთ. ეს ნიშნავს, რომ ისინი არანაირი პოლიტიკური ხედვებისა და იდეოლოგიის გამტარებელნი არ არიან; უბრალოდ გაერთიანდნენ დიდ პარტიაში, რადგან დიდი შანსი იყო პარლამენტში შესვლის.

ცვლილებებს, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იგეგმება, დადებითად აფასებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. მისი შეფასებით, ახალი საარჩევნო სისტემა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის გადალახვას და, მეორე მხრივ, შესაძლებლობებს მისცემს საზოგადოების მცირე ჯგუფებს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში მონაწილეობის თვალსაზრისით. 

ჩვენ ვემხრობით ბლოკების გაუქმებას და გვჯერა, რომ მათი აკრძალვა ამ შემთხვევაში გონივრულია. საქართველოში ბლოკური დაჯგუფების შესაძლებლობა ყოველთვის ხელს უშლიდა პარტიული დემოკრატიის განვითარებას და პარტიული სტრუქტურების მშენებლობას. ამავდროულად, ამახინჯებდა პოლიტიკურ ველს და ქმნიდა, ერთი მხრივ, ხელოვნურ გაერთიანებებს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობდა ხელოვნური პარტიების წარმოშობას.

არჩილ თალაკვაძის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემაც, უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით. პარტია, რომელიც პარლამენტის თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას.

დღევანდელი კანონმდებლობით, თუ პარტია თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებზე 3-პროცენტიან ბარიერს გადალახავს, მას ეძლევა დაფინანსება. ცვლილებათა პროექტის მიხედვით კი, პოლიტიკური პარტია, რომელიც 0,67-პროცენტიან ბუნებრივ ბარიერს გადალახავს, გარდა იმისა, რომ საპარლამენტო მანდატს მიიღებს, დაფინანსების მიღების შესაძლებლობაც ექნება. 

ლადო ბოჟაძე გამართლებულად მიიჩნევს დაფინანსების სისტემის ამგვარ ცვლილებას. მისი თქმით, პატარა პარტიებს ექნებათ შანსი პირველად იბრძოლონ დაბალანსებულ და თანაბარ პირობებში. 

ეს იყო ჩვენი ხედვა და რეკომენდაციაც. დაფინანსების პროპორციები არის სრულად დაცული. მაგალითად, პოლიტიკური პარტია, რომელსაც ხმას მისცემს 50 000-მდე ამომრჩეველი, თითოეულ ხმაზე 15 ლარს მიიღებს. ის პოლიტიკური პარტია, რომელიც 50 000-დან 150 000-დე ხმას დააგროვებს, თითო ხმაზე იღებს 10 ლარის დაფინანსებას. უკვე 150 000-ზე ზევით, შესაბამისად, მიიღებენ 5 ლარს. 2020 იქნება უნიკალური არჩენების წელი საქართველოში, რადგან პარტიებს ეძლევათ საშუალება, 0,67 პროცენტით მოხვდნენ პარლამენტში და მიიღონ დაფინანსება. თვისბრივად ახალი რეალობა და შანსი ექმნებათ პოლიტიკურ პარტიებს, რომ სხვა პარტიასთან გაერთიების გარეშე მიიღონ საპარლამენტო მანდატი. არ ვიცი, რა შენიშვნები შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ ვიმეორებ - ახალი საარჩევნო სისტემა ბლოკების გაუქმებითა და დაფინანსების წესის ცვლილებით ემსახურება პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური სისტემის გაძლიერებას საქართველოში

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული დაფინანსების სისტემა მათი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო:

როცა შევიკრიბეთ, მაშინ სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეთავაზება გვქონდა, დაფინანსება დაფუძნებოდა ხმების რაოდენობას და ყველა სხვა ფაქტორი გამორიცხულიყოგვიხარია, რომ ეს ხედვა გაიზიარა უმრავლესობამ. პატარა პარტიები პროპორციულად უფრო დაფინანსდებიან, ვიდრე დიდი პარტიებიეს კი პატარა პარტიებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო მეტი ინვესტიცია მიიღონ და მომდევნო არჩევნებზე სოლიდურად წარდგნენ ამომრჩევლის წინაშე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^