Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკოლოგიური კატასტროფა ამაზონის ტყეებში

23 აგვისტო, 2019 17:54

ვიდრე ამაზონის ეკოლოგიური კოშმარი ჯოჯოხეთის სახეს მიიღებს, ვიდრე მისი ტყეები და ცხოველები განადგურდება, ვიდრე ადამიანთა სიბრიყვე, სიგიჟე და უპასუხისმგებლობა რაიმე ფარგლებში მაინც მოექცევა, ერთი რამის თქმა ნამდვილად შეიძლება - დედამიწა, მგონი, მართლაც თვითგანადგურების ფაზაში შევიდა. თანაც ისე, რომ, გამოფხიზლებისა და მოვლენის გაცნობიერების ნაცვლად, ისევ ურთიერთბრალდების, მიზეზების ძიებისა და გადაბრალების რეჟიმში ცხოვრობს.

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსანარო მომხდარში ადგილობრივ ეკოლოგიურ ორგანიზაციებსა და ბუნების დამცველ ორგანიზაციებს სდებს ბრალს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრაზილიაში შექმნილ ვითარებას „საერთაშორისო კრიზისს“ უწოდებს და ბრაზილიის მთავრობას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, ბოლსონარო მაკრონს პოპულისტურ განცხადებასა და პოლიტიკური დივიდენდის დაგროვებაში ადანაშაულებს. „უცხო ქვეყნები, რომლებიც ფულს ჩვენს ქვეყანაში გზავნიან, რეალურად ჩვენს სუვერენიტეტში ერევიან, რადგან ამაში საქველმოქმედო ორგანიზაციები არ მონაწილეობენ“, - აცხადებს ბოლსონარო. არადა, თავადვე აღიარებს, რომ ბრაზილიას მარტო არ შეუძლია ამ მასშტაბის ხანძრებს გაუმკლავდეს.

ამასობაში „ნასა“ მორიგ შემაძრწუნებელ განცხადებებს ავრცელებს, რომ ყოველდღიურად ასობით ხანძრის ახალი კერა ჩნდება და მათი რაოდენობა უკვე რამდენიმე ათასს აჭარბებს. ეკოლოგები აღნიშნავენ, რომ 2019 წელი რეკორდულია და ხანძრების რაოდენობა ბრაზილიაში, წინა წლებთან შედარებით, 80%-ით არის გაზრდილი. ხანძრის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ კვამლის ღრუბლებმა უკვე ბრაზილიის სამხრეთ ქალაქებამდეც მიაღწია. მაგალითად, სან-პაულოში უკვე სმოგიც კი იგრძნობა, ხოლო ზოგჯერ  ქალაქის თავზე ცა კვამლისგან შავდება...

კიდევ უფრო შემაშფოთებელია ბრაზილიის სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (IMPE) განცხადება - ამაზონის აუზსა და ტყეებში ხეების ჭრა დაახლოებით 280%-ით არის გაზრდილი, რასაც, თავის მხრივ, ბრაზილიის მთავრობის ყოვლად უპასუხისმგებლო ეკოლოგიურ პოლიტიკას უკავშირებს. ამით რეალურად ადგილობრივ ფერმერებს ხელ-ფეხი გაეხსნა ამაზონის ტყეების ჭრაში.

ამაზონის ტყეების ხანძრების შემდეგ დედამიწა შესაძლოა სერიოზული ეკოლოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან დედამიწაზე წარმოქმნილი ჟანგბადის დაახლოებით 25% სწორედ ამაზონის ტყეებზე მოდის. ამას ემატება ფაუნის წარმომადგენელთა განადგურებაც.  შეიძლება სრულად განადგურდეს ცხოველთა ასობით უნიკალური ჯიში, რომლებიც სწორედ ამაზონის არეალში ბინადრობენ. ამ ფონზე კიდევ უფრო შემაშფოთებელია პროგნოზი, რომელიც ამაზონის ხანძრების შემდეგ დედამიწაზე კლიმატურ ცვლილებს გამოიწვევს. ამაზე უკვე წერენ გლობალური დათბობის შემსწავლელი სპეციალისტები და ეკოლოგიური კატასტროფის შემსწავლელი ორგანიზაციები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^