Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხინვალის წარმომადგენლებმა ერგნეთის შეხვედრა ჩაშალეს

29 აგვისტო, 2019 17:53

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა ჩაიშალა. სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონსტურიქციული შეთავაზება არ გაიზიარეს და შეხვედრა ჩაშალეს.

ანთაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი უნდა განხილულიყო. მათ შორის გუგუტიანთკარში არსებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, ერედვში საოუპაციო ძალების მიერ ქართველი მოსახლეობის კუთვნილი სახლების დანგრევის და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე. ასევე, როგორც ანთაძემ თქვა, შეხვედრაზე უნდა ესაუბრათ არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტზეც.

თუმცა, ანთაძის თქმით ერთადერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე იმსჯელეს და რასაც ცხინვალის წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრის ჩაშლა მოჰყვა, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან შექმნილი ვითარება იყო.

„შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზეც განიხილებოდა სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული საკითხის განხილვისას, ცხინვალის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დექსტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფუნქციონირებას იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი და ნებისმიერი საკითხი შეიძლება განხილულ იქნას დიალოგის გზით. სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები მათ მიერ არ იქნა გაზიარებული და მათ ჩაშალეს მორიგ ჯერზე შეხვედრა“,- განაცხადა ანთაძემ.

რაც შეეხება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს, მისი თქმით, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება. „რაც შეეხება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

გუშინ, 28 აგვისტოს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების „გაღიზიანება“, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანის ტყეში გზის გაყვანას და პოლიციის საგუშაგოს განთავსებას მოჰყვა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდგომი შეხვედრა 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

ქართული მხარისთვის სოფელ ჩორჩანას გამო საოკუპაციო რეჟიმის პროტესტი მიუღებელია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^