Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით დვალი: „დაზარალებულები კი ხართ, მაგრამ ბრალს არავის წავუყენებთო"

29 აგვისტო, 2019 21:36

„რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელი დავით დვალი გენერალური პროკურატურიდან მიღებულ წერილს ასაჯაროებს, რომლითაც ეცნობა, რომ „საგამოძიებო ნაწილში არსებულ საქმეზე, კონკრეტულ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესაბამისი საფუძვლები არ არსებობს“. ამასთან განემარტა, რომ საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება, ძალადობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

დავით დვალის შეფასებით, წერილი ნიშნავს იმას, რომ პროკურატურა საქმის დანგრევას აპირებს. „დაზარალებულები კი ხართ, მაგრამ ბრალს არავის წავუყენებთო. 7 წლის თავზე გვწერენ ამას. ეს ის პროკურატურაა, ბოლო დროს რომ ერთ კვირაში კერავს საქმეებს“.

თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს წერილი, რა შედეგზეა გათვლილი?

მგონი ჩაფარცხვის მცდელობაა, თან საქმის დახურვის გარეშე. თუ დააკვირდებით, მეორე აბზაცში გვწერენ, რომ გამოძიება მაინც გრძელდებაო, რაც, როგორც ვხდები, ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში ჩივილის სამართლებრივი საბაბი არ მოგვეცეს. საქმე რომ დაეხურათ, ჩნდებოდა შანსი, სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელით სტრასბურგისთვის მიგვემართა.

იურისტებთან თუ გქონდათ კონსულტაცია, რა სამართლებრივი გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ამ ვითარებაში?

წინასწარი კონსულტაციები გვქონდა, ამ დღეებში შევატყობინებთ საზოგადოებას ჩვენ გეგმებს.. ხვალ და ზეგ განვიხილავთ საკითხებს უფრო საფუძვლიანად.

„ლიბერალთან“ 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გვითხარით, რომ აპირებდით პროკურატურისთვის მოგეთხოვათ, საქმეზე, სადაც თქვენ დაზარალებულებად ხართ ცნობილნი, დაკითხული მოწმეების ჩვენებები გაესაჯაროებინათ, ამასთან დაკავშირებით რამე სიახლე ხომ არა არის?

მაგაზეც უარი მივიღეთ.

„რუსთავი 2 ყველამ ერთად წავაგეთ!”

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა და ყოფილმა მფლობელებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელევიზიის 60 პროცენტიანი წილის დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლა 2012 წელის 8 დეკემბერს დაიწყეს, როდესაც საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. პროკურატურის დადგენილებით დვალი და აქიმიძე დაზარალებულად არიან ცნობილნი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^