Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

30 აგვისტო, 2019 12:49

სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნამდე ბრალდებული ქალი პატიმრობის გარეშე დაეტოვებინათ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. როგორც ადვოკატი ალექსი გაბუნია განმარტავდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა, სტაციონალურად, ანუ იზოლირებულ პირობებში უნდა ჩატარებულიყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბრალდებულს თავისუფლება ისედაც შეზღუდული ექნებოდა.

პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე პატიმრობის გამოყენების მიზანშეწონილობას, იმით ხსნიდა, რომ ბრალდებული საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა, მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს. რაც საბოლოოდ მოსამართლემ გაიზიარა კიდეც.

სასამართლოს პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა ბრალდებულის დედამ, რომელმაც დაადასტურა, რომ თამარ საძაგლიშვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მკურნალობდა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში და შესაბამის პრეპარატებსაც იღებდა.

ადვოკატ ალექსი გაბუნიას ინფორმაციით, თამარ საძაგლიშვილი შემთხვევის ადგილიდან ახლოს ცხოვრებს და პეკინის ქუჩაზე მაღაზიების დასათვალიერებლად იყო გამოსული. რაც შეეხება თვითონ ინციდენტს, ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულს დაჭრის ეპიზოდი არ ახსოვს,ამ დროს გონება ჰქონდა დაბინდული. პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ დანაშაული ჩადენილია ყოველგვარი მოტივის გარეშე და ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

შეგახსენებთ, რომ დაჭრის ფაქტი პეკინის ქუჩაზე 27 აგვისტოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, რა დროსაც მას ქალმა ბასრი საგნით სახე დაუსერა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ 1967 წელს დაბადებული თამარ საძაგლიშვილი რამდენიმე საათში დააკავა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^