Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა

03 სექტემბერი, 2019 10:05

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

„დღეს დილით გვქონდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზე მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდგომ უმრავლესობასთან გვქონდა შეხვედრა და იქაც კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ჩვენი არჩევანის ობიექტური შეფასება. თქვენც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას.

მე ვფიქრობ, მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნეს ომბუდსმენობიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი შს მინისტრი, ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, მას პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა    მამუკა  ბახტაძემ თანამდებობა გუშინ, 2 სექტემბერს    დატოვა.

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

გიორგი გახარია 44 წლისაა. ბიოგრაფიის მიხედვით, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის  ფაკულტეტი. ფლობს, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს, პოლიტიკურ მეცნიერებებში. 2002-2004 წწ. - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია (ბიზნესის მართვის მაგისტრი).

სამუშაო გამოცდილება

2004-2008 წლებში - SFK Group - გენერალური დირექტორი

2008-2013 წლებში - Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში.

2013-2016 წლებში - საქართველოს ბიზნესომბუდსმენი; 

2016-2017 წლებში - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; 

2017 წლის 13 ნოემბრიდან არის - შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს ვიცე-პრემიერი. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტმა არსებულ მთავრობას უნდა დააკისროს ვალდებულება ახალი მთავრობის არჩევამდე თავისი მოვალეობა შეასრულოს. 

ამის შემდეგ, 7 დღის ვადაში, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა შესთავაზოს, რომელსაც პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს განსახილველად.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სამთავრობო პროგრამა.

საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მაქსიმუმ 21 დღეში ახალი მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^