Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ - სალომე ზურაბიშვილი

02 სექტემბერი, 2019 16:01

„გადადგომას არ აფასებენ, ეს არის მისი გადაწყვეტილება", -  განაცხადა პოლონეთში ვიზიტით მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მთავრობაში ცვლილებებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა არც პრემიერის საქმიანობა შეაფასა. მისი თქმით, პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეაფასონ.

„რაც შეეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, უნდა დაველოდოთ და მე პირადად დაველოდები, ჩავალ თბილისში. საერთოდ მივიჩნევ, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები არ აკეთებენ განცხადებებს საზღვარგარეთ. უნდა ჩავიდე, გავიგო, რა ვითარება არის, შემდეგ შეიძლება განცხადებებისა და შეფასებების გაკეთება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დღეს, 2 სექტემბერს, დატოვა. მან ამის შესახებ განცხადება „ფეისბუქის" საშუალებით გაავრცელა. 

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^