ქორეპისკოპოსი იაკობის თქმით, „კვირიკაშვილი, გომელაური და გახარია მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთ და შიო (მუჯირი, პატრიარქის მოსაყდრე) დავაყენოთ პატრიარქათო", - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა დღეს ვახო სანაიას დღის ამბებში „ტვ პირველზე " ისაუბრა.
ეპისკოპოს იაკობის თქმით, შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილის „ცენტრალურ კაბინეტში"გაიმართა და ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემაც იცის.
„კვირიკაშვილის დროს დამიძახეს. კვირიკაშვილი და ვახო (გომელაური) ყველაზე წესიერები იყვნენ. კვირიკაშვილი იყო, ვახო იყო და ცოტა დააგვიანა გახარიამ. მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთ და შიო (მუჯირი, პატრიარქის მოსაყდრე) დავაყენოთ პატრიარქათო. მე ვუთხარი, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალ პატრიარქზე მის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-თქო".
ეპისკოპოსის განცხადებით „ციანიდის საკითხი" მანამდე, ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი.
„მე შემიძია ისეთი საბუთები მოგაწოდოთ რომ მეუფე პეტრე და დეკანოზი (გიორგი მამალაძე) ერთად იყვნენ ყველაფერში. არა მარტო მეუფე პეტრე სახელმწიფოდან ვიღაცეები ჩარეული იყვნენ და ზოგიერთი ბიზნესმენი ჩარეული იყო მაგ ამბავში ".
ვახო სანაიას კითხვაზე, რომელ ბიზნესმენზე იყო საუბარი , მეუფე იაკობი პასუხობს:
„ზვიად გამსახურდიას დროს რომ იყო ვითომ ბიზნესმენი, მერე რომ იყო სააკაშვილთან და დღეს უშუალოდ ბიძინასთან რომ არის დაკავშირებული - ვანო ჩხარტიშვილი".
მეუფე იაკობის თქმით, მთავრობის წევრებს პირველად თავად შეხვდა, შემდეგ კი მათ შეხვდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე:
„მათ გახარია და ვახო (გომელაური) შეხვდა. მას (ვახტანგ გომელაურს) ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა. მითხრეს, რომ... პირდაპირ გეტყვით, ვანო, (ჩხარტიშვილის) ის იყო ბიძინასთან... ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. რომელი 2020-ის არჩევნები? ყველას მივხედავ".
პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა, იმ ხალხს მე არ ვაპატიებ არაფერს. არც მეუფე შიო ვიცი, არც მეუფე თეოდორე, არც არავინ. ისინი არ არიან ჩარეულები, მაგრამ სხვა მეუფეები, ზოგი ზღვაზე ნებივრობს, ზოგი სხვაგან ნებივრობს, იმათ დავარტყამ", - ამბობს ეპისკოპოსი.