მეუფე იაკობი „ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ ადასტურებს და ამბობს რომ ამ სიმართლეს ის სამი წელი მალავდა და ახლა გამხელის დრო დადგა. მეუფე იაკობი საპატრიარქოში პატრიარქთან შეხვედრად მივიდა. მეუფემ ჟურნალსიტებს განუცხადა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ დამატებით განცხადებას გააკეთებს.
„ძალიან ბევრი დაბრკოლდა ჩემი საუბრების გამო. ჩემი ლექსიკის გამო ძალიან ბევრი დაბრკოლდა და ყველას შენდობას ვთხოვ და ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა. სამი წელი ისეთი რაღაცები ვიცოდი... რაღაც პოლიტიკოსებთან ჩარევა გვიწევს ხოლმე. როგორც მონაზონს გულში მქონდა ხინჯი, ახლა კი ვარ თავისუფალი ადამიანი ეს რომ ვთქვი. რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს.სამი ადამიანი შემხვდა მე. ეს შეხვედრა იყო კვირიკაშვილთან კაბინეტში, იქ იყო ვახტანგ გომელაური, და გიორგი გახარია.
პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორების საუბრისას უხერხულობას გომელაური და კვირკაშვილი გრძნობდნენ, გახარია არ გრძნობდა. უწმინდესს ამის შესახებ ათი დღის შემდეგ ვუთხარი და ღირსეული პასუხიც გავუგზავნეთ. პრემიერთან საუბარი უწმინდესის შეცვლაზე იყო, თავისთავად შიოს კანდიდატურა იქნებოდა, რომ ის მოსაყდრე იყო. ეგ მაგას არ ნიშნავს, რომ ის მთავრობის კაცია. დანარჩენ განცხადებას მერე კიდევ გავაკეთებ“ ,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფე იაკობმა, რომელიც პატრიარქთან შესახვედრად მივიდა.
შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „ეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო. მისი თქმით, მათ პატრიარქად მეუფე შიოს (მუჯირი) დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც. როგორც იაკობმა განაცხადა, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.