Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამა ანდრია ჯაღმაიძე „და ჩვენ ვიცეკვეთ-ზე“ - ეკლესია გამოთქვამს ძალიან დიდ პროტესტს

05 ნოემბერი, 2019 14:11

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი მამა ანდრია ჯაღმაიძე „ტვ პირველის“ ეთერში ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ახალი „ისტერია" ატყდება. ამის მიზეზად კი ფილმის,  „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენებას ასახელებს. ჯაღმაიძის თქმით, ფილმი ქართული ღირებულბებისა და ქრისტიანული შეხედულებების კიდევ ერთი დაკნინებაა. 

„ამაზე ეკლესია გამოთქვამს ძალიან დიდ პროტესტს. ეს, ალბათ, გახდება მიზეზი ეკლესიაზე ახალი შეტევებისა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეკლესიას სულ საბრძოლველი აქვს და და მუდმივად იმბრძოლებს“, - ამბობს ჯაღმაიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ ეკლესიას თავის წიაღში ამ პრობლემის შესახებ ვერაფერი გაურკვევია და მოუგვარებია, რატომ აინტერესებს რომელ კონითეატრში რა ფილმი გადის? ჯაღმაიძე პასუხობს:

„თქვენ გულისხმობთ იმას, რომ ეკელსიაშიც არიან ცოდვილი ადამიანები, დიახ ნამდვილად ასეა...თუმცა ეკლესია მოწოდებულია იმისთვის, რა შინაარსი მიაქვს ადამიანებამდე. ის რომ კერძოდ ვიღაც რაიმე ცოდვაშია ჩავარდნილი, ეს ეკლესიის გზა არ არის,  ესეც გამონაკლისია.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს მიერ წამოყენებულ ბრალდებებს, ის რომ მას ამის დამტკიცების საშუალება სინოდზე არ ეძლევა, სიმართლეს არ შეესაბამება. მას შესაბამისი პროცედურები უნდა დაეცვა, რაც არ გააკეთა“, - ამბობს ჯაღმაიძე.

გუშინ, მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ მეტიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 8 ნოემბერს, როდესაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებაა დაგეგმილი, მარშის წევრები კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირებას „მშვიდობიანი ფორმით მოახდენენ".

„ქართული მარში" ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლით იმუქრება

როგორც „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართულ-შვედური კოპროდუქციაა, რომელიც შვედეთმა „ოსკარზე“ წარადგინა. ფილმი უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. ​ანონსის მიხედვით, „ქვიარ" თემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური დრამის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^