Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა

14 ნოემბერი, 2019 19:24

უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა დატოვა. მისი თქმით, ის ასევე განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებს. როგორც დეპუტატმა    აღნიშნა, კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ თითქმის 3 საათი გავიდა და ეს დრო სპეციალურად გამოიყენა, რომ  ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილიყო. 

თამარ ჩუგოშვილმა და კიდევ 6-მა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

„ქართულ ოცნებაში" ჩემი ყველაზე კარგი და საყვარელი კოლეგები რჩებიან.  მე ეს დრო გამოვიყენე ასევე,  იმისთვის, რომ მათ გავსაუბრებოდი და საქმის კურსში ჩამეყენებინა.  ვტოვებ „ქართული ოცნების" უმრავლესობას და შესაბამისად ვტოვებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს.

მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ბუნებრივია მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაუსრულებლად დისკუსია, რომელი საარჩევნო სისტემა არის უკეთესი, ამ შემთხვევაში ჩვენ 2 თვის წინ ის პირობა, რომელიც მივეცით ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას 93 დეპუტატის თანხმობით და ხელმოწერით, ეს იყო პრინციპული საკითხი, რომ გაგვეტანა აღნიშნული გადაწყვეტილება," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მარიამ ჯაშის მსგავსად უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმაც დატოვა. მანამდე კი   თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრიუძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო თანამდებობები და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^