Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი კობახიძე სამართალდამცავებს კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებს

18 ნოემბერი, 2019 15:16

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დღეს პარლამენტში ჩანიშნულ ბიუროს სხდომა უნდა ჩატარდეს და მოუწოდებს სამართალდამცავებს, ამის უზრუნველსაყოფად, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ.

„კონსტიტუცია გულისხმობს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვას.. გარდა ამისა გულისხმობს იმასაც, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონსტიტუციური ორგანოების ფუნქციონირება... მით უმეტეს როდესაც საუბარია, არა რიგითი ადმინისტრაციული ორგანოს ბლოკირებაზე, არამედ უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოს ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე“.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, აცხადებს, რომ პატივს სცემს, მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პარლამენტის ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს და აქ ორმაგი ინტერპრეტაცია შეუძლებელია.

ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიას კომენტარსაც გამოეხმაურა, სადაც სახალხო დამცველი პიკეტირებაზე პასუხისმგებლობას პროპორციულ სისტემის მოწინააღმდეგე დეპუტატებს აკისრებს და ამბობს, რომ სახალხო დამცველის განცხადება აბსოლუტურად გაცდენილი იყო ომბუდცმენის უფლებამოსილების სფეროს და არსს.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ როდესაც ომბუდცმენი აკეთებდა ამ განცხადებას, მას დაავიწყდა რომ არის ომბუდცმენი“, განაცხადა კობახიძემ.

ნინო ლომჯარია: პოლიტიკურ კრიზისს მაჟორიტარული სისტემა ქმნის

შეგახსენებთ, რომ დილიდან პარლამენტის შესასვლელები საპროტესტო აქციის მონაწილეებს აქვთ პიკეტირებულია და ისინი დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^