Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვოლსკი „გირჩის“ აქციაზე - ეშმაკეულის გარდა ამას ვერც ვერავინ იტყვის და გააკეთებს

26 ნოემბერი, 2019 16:20

პარლამენტის ვიცე - სპიკერმა    გია ვოლსკიმ  ჟურნალისტებთან „გირჩის“ გუშინდელ აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით,   ეშმაკეულის გარდა ამას ვერავინ იტყვის და გააკეთებს.

„გირჩის“ აქტივისტებმა ივანიშვილს რეზიდენციასთან „ვხედავ მეცხვარეს“ უმღერეს

„იმდენად უზნეობაა, არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება. ხატებით არ შემოიფარგლება მარტო ამ გუნდის უზნეობა. იქ იყო - „ჯოჯოხეთს მოგიწყობთ," ეშმაკეულის გარდა ამას ვერც ვერავინ იტყვის და გააკეთებს. უღირსი საქციელია. შეიძლება სულ ათეისტი იყო ან „გირჩის“ ეკლესიასთან იყო ნაზიარები, მაგრამ არსებობს რაღაც ღირსება, საუკეთესო მემკვიდრეობა, ტრადიცია, რომელსაც არ უნდა გადაუარო ფეხით და ეს არ ეხება მხოლოდ „გირჩს“,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

გუშინ, 25 ნოემბერს,  ბიძინა ივანიშვილის სახლთან „გირჩის“ აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი „მეფე ბიძინას ვუმღეროთ თავის რეზიდენციასთან" გამართეს.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა პარლამენტის შენობიდან დაიწყეს. მათ  თან ჰქონდათ  „ხატები" ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით. აქტივისტებმა რეზიდენციასთან სანთლები აანთეს და ივანიშვილს სიმღერა „ვხედავ მეცხვარეს“ უმღერეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^