Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასარგებლო საკითხავი: რატომ სჯერათ ადამიანებს ყველანაირი მითის

18 აგვისტო, 2021 16:46

თავის წიგნში ის გვიამბობს, თუ რა გვიბიძებს ადამიანებს ყველანაირი მითის დაჯერებისაკენ, იქნება ეს „დაჩიპვის“ თეორიები თუ მსოფლიო კულუარული შეთქმულებები.

ცნობილია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ახალი ამბების 59%-ს იზიარებენ ადამიანები, რომლებსაც ისინი არც წაუკითხავს და მხოლოდ სათაურის გაცნობით შემოიფარგლნენ და შესაბამისად სათაურზე არიან ორიენტირებული. ასევე ცნობილია, რომ ყალბი ამბების გავრცელების ჯაჭვი, საშუალოდ, 18%-ით უფრო გრძელია, ვიდრე ნამდვილი ცნობების.

გრაიმსი თავის წიგნში იკვლევს იმ მექანიზმებს, რომლებიც ერთი მხრივ გვიბიძგებს ამ უცნაური და ალოგიკური ქცევისკენ და მეორე მხრივ, საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ როგორ უნდა ავარიდოთ თავი მსგავს სისტემურ მახეებსა და შეცდომებს.

ფრაგმენტი: „ადამიანის ტვინის ღირსებებისა და უპირატესობების მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ არასწორი მსჯელობის უამრავ მაგალითს. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებამ აზროვნების შთამბეჭდავი ინსტრუმენტით დაგვაჯილდოვა, ჩვენ ხშირად ვუშვებთ შეცდომებს – ბანალურსაც და ფატალურსაც. ეს შეცდომები თან სდევს კაცობრიობას მთელი თავისი მრავალტანჯული ისტორიის განმავლობაში, მაგრამ არასდროს ისეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, თუ სად და როდის შეიძლება დავუშვათ შეცდომა, როგორც დღეს. რადგან მანამდე არასდროს ვყოფილვართ ასეთი დამოკიდებულები თაღლითებსა და ბრიყვებზე, არასდროს გავმხდარვართ ასე იოლად მავნე სამედიცინო რჩევების, ყალბი ახალი ამბების და მომწამვლელი პროპაგანდის მსხვერპლნი. ეს პრობლემები ახალი არ არის, მაგრამ მათი მასშტაბი წარმოუდგენლად გაზარდა.

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც წვდომა ისეთ განძთან, როგორიც ადამიანის ცოდნაა, თვალწინ გვიდევს. მაგრამ პარადოქსიც ის არის, რომ სწორედ ინფორმაციასთან წვდომის ეს თავისუფლება ეხმარება დეზინფორმაციას, თაღლითობას და ტყუილს გავრცელდეს იმაზე სწრაფად და შორს, ვიდრე ოდესმე წარსულში.“

წიგნი ინგლისურის გარდა ხელმისაწვდომია რუსულ ენაზეც.

David Robert Grimes „The Irrational Ape: Why Flawed Logic Puts us all at Risk and How Critical Thinking Can Save the World“

Дэвид Роберт Граймс „Неразумная обезьяна. Почему мы верим в дезинформацию, теории заговора и пропаганду“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^