Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წიგნი, რომელიც ავღანეთის შესახებ, „ახალ ამბებზე“ უკეთ გიამბობთ

17 აგვისტო, 2021 15:04

„ფრანით მორბენალი“ - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ავღანელი მწერლის, ხალიდ ჰოსეინის წიგნი და პირველი ავღანური რომანია, რომელიც ინგლისურ ენაზე დაიწერა. ავტორი, ავღანეთიდან გაქცეული დიპლომატის შვილია და დღეს კალიფორნიაში ცხოვრობს.

წიგნის დასაწყისში მოვლენები 1970-იანი წლების ომამდელ ქაბულში ვითარდება. ესაა ტრაგიკული ისტორია ორი ავღანელი ბიჭისა, რომელთაგან ერთი ადგილობრივ არისტოკრატიას განეკუთვნება, მეორე - დაჩაგრულ უმცირესობას; ერთის მამა წარმოსადეგი და წარმატებულია, მეორის - კოჭლი და საბრალო. ბატონი და ყმა, უფლისწული და მათხოვარი, ლამაზი და ხეიბარი... თუმცა ისინი განუყოფელი მეგობრები არიან. მალე ქაბულის იდილიას პირქუში დღეები შეცვლის და ბავშვები ერთმანეთს შორდებიან, თუმცა მათი ბედი სამუდამოდ დაკავშირებულია.

გამოქვეყნებიდან 105 კვირის განმავლობაში „ფრანით მორბენალი“ The New York Times-ის რეიტინგში მაღალ პოზიციებს ინარჩუნებდა, მისმა ტირაჟმა 100 მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა. წიგნი თარგმნილია ქართულ ენაზეც.

2007 წელს ამ რომანის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმის პრემიერა გაიმართა. რეჟისორია ამერიკელი მარკ ფოსტერი. ფილმი ნომინირებული იყო BAFTA-ს პრემიაზე, ასევე „ოქროს გლობუსსა“ და „ოსკარზე“. ავღანეთში მისი ჩვენება აკრძალეს. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, ზოგიერთი სცენა ფილმიდან პრობლემებს შეუქმნიდა სახელმწიფოს და ავღანელ ხალხს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^