Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოტანიკურ ბაღთან 29 ჰა მიწის ნაკვეთი თანაინვესტირების ფონდმა შეისყიდა

03 მაისი, 2016 19:15

თანაინვესტირების ფონდმა მიიღო მონაწილეობა აუქციონში და დაფიქსირდა გამარჯვებულად, - განაცხადა სასტუმრო „რედისონში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძე.

„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულებას და დავიწყებთ შესრულებას პირობების. მანამდე მინდა გაგიზიაროთ ჩვენი ზოგიერთი იდეა ტერიტორიის განვითარებაზე. ეს არის ქალაქისთვის ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ ქალაქის მკვიდრმა რეკრეაციული სივრცე მიიღონ. აუქციონს თან ახლდა პირობები, რომელიც არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებდა. განვახორციელებთ მწვანე ნარგავების მოვლა პატრონობას, ძველის შენარჩუნებას და ახლის დარგვას. საირიგაციო სისტემის მოწყობას. ნოყიერი ნიადაგების შეტანას, რადგან საქმე გვაქვს საკმაოდ გახრიოკებულ ნიადაგებთან. შესაბამისი საექსპერტო დასკვნები შემუშავდება", - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე, - „იქნება გათვალისწინებული სარბენი და ველობილიკები. გათვალისწინებული იქნება სხვა რეკრეაციული ინფრასტრუქტურა. არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურის იდეაც. ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება გოლფის მოედნის გაკეთება. ეს ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი".

ქარსელაძის თქმით, ფონდი ირიგაციის სისტემის მოწყობას და მტკვრიდან წყლის მიწოდებას გეგმავს. 

როგორც ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, თუ ვინმეს თანაინვესტირების ფონდზე უკეთესი პროექტი და გეგმა ექნება, მზად არიან ეს 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და შპს „ფინსერვისის" კუთვნილი 10 ჰექტარი ფართობიც მას აჩუქონ. 

ქარსელაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება იმის შესახებ, რომ 500-მდე ხე მოიჭრა. „394 ხეზეა საუბარი, მე რა ინფორმაციაც მაქვს", - აზუსტებს ქარსელაძე.

შეკითხვაზე - არის თუ არა პროექტი „პანორამა - თბილისის" ნაწილი? ქარსელაძე პასუხობს, რომ „პანორამა" ზოგადი სახელწოდებაა, ეს კონკრეტული ობიექტი კი მის შემადგენლობაში არ შედის. 

„ეს არის ხედვა რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომელიც ითვალისწინებს სამსაფეხუროვან სისტემას. არ არის აუცილებელი, ეს ობეიქტები ერთ პროექტში იყოს განხილილი. ჩვენ განვიხილავთ საფეხურიდან ვარიანტს, რომ „ცეკავშირიდან" ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, აღმოჩნდნენ მოვლილ ბუნებაში. საინვესტიციო ღირებულება 40 მლნ დოლარი იქნება დაახლოებით", - აცხადებს იგი.

თბილისის მერიის განცხადებით, ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული აქციონი, სადაც ოქროყანის ტერიტორიაზე არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყო გამოტანილი, დღეს დასრულდა.

აუქციონის პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი  6 233 000 ლარს შეადგენდა და აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა მიიღო. 

„გაყიდული ქონების ფასმა  6 326 495 ლარი შეადგინა.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36  თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში, განახორციელოს 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი უნდა იყოს არაუმეტეს 20000 კვ.მ. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ტერიტორია არასდროს ყოფილა ბოტანიკური ბაღის საკუთრება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

კერძო საინვესტიციო ფონდი (თანაინვესტირების ფონდი) 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა. ივანიშვილმა 2013 წელს განაცხადა, რომ თანაინვესტირების ფონდში სხვა ინვესტორების პარალელურად, საკუთარი ქონებიდან 1 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდებას აპირებდა.

დღეს არასამტავრობო ორგანიზაციებმა ბოტანიკური ბაღის საკითხზე შაბათს GDS-სთან საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსეს.

„ჩვენ გადავდივართ რადიკალურ ფორმებზე", - ამის შესახებ დღეს ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე „ტფილისის ჰამქარის“ წარმომადგენელმა ცირა ელისაშვილმა განაცხადა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^