Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანმო: ზაფხულში შავი ზღვის ტერიტორიაზე ზიკა ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს

19 მაისი, 2016 10:44
BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველო, რუსეთი და შავი ზღვის სანაპირო ზოლი იმ ტერიტორიებში შედის, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკია. რადგან ამ ადგილებში ზიკა ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობაა გავრცელებული.
ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს სიფრთხილე გამოიჩინონ და მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ორსულებში ინფორმაციის გავრცელებას შეუწყონ ხელი.

ზიკა ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის, ბრაზილიაში გავრცელდა და მის გამო ბავშვები ტვინის დაზიანებით იბადებიან. დაავადებულთა 80%-ს არავითარი სიმპტომი არ აღენიშნება, რაც გადადების შანსს ერთი-ორად ზრდის, მათ შორის, ორსულ ქალებში. იმის გამო, რომ ვირუსის წინააღმდეგ, ჯერჯერობით, ვაქცინა არ არსებობს, კოლუმბიასა და ბრაზილიაში ჯანდაცვის სამინისტროები ქალებს დაორსულებისგან დროებით თავის შეკავებას ურჩევენ.

„ზიკას" გავრცელება მოსალოდნელი არაა ცივ ქვეყნებში, სადაც კოღოების გამრავლებისთვის შესაბამისი პირობები არაა.  ვირუსი პირველად 1947 წელს უგანდაში გაჩნდა, თუმცა 2014 წლამდე სხვა ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^