Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ ურთმელიძის ასაცილებლად წარდგენილი არგუმენტები

23 ივნისი, 2016 15:19

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2-ის" საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, რომელიც „ლიბერალს" მიაწოდეს, დასაბუთებულია განჩინებების სისწორე, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ სამაუწყებლო კომპანიის ამჟამინდელი მესაკუთრის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. 

როგორც სააპელაციო სასამართლო განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 337-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და წინ უსწრებს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

როგორც 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილშია აღნიშნული, მოცემულ  შემთხვევაში განსახილველია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 აგვისტოს, 2015 წლის 2 ოქტომბრის, 2015 წლის 19 ოქტომბრისა და 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებები, რომლითაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა საქმის განმხილველი მოსამართლის [თამაზ ურთმელიძის] აცილების შესახებ.

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 393.3 მუხლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

პალატის მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ განმცხადებლების მიერ მითითებული გარემოებები ვერ ასაბუთებს მოსამართლის საქმის შედეგით დაინტერესების ფაქტს, ასევე გასათვალისწინებელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება იმ სახის საპროცესო დარღვევები, რომლებსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სარჩელი მითითებულ განჩინებებთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს", - ნათქვამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

„რუსთავი 2-ის“ საქმეზე სამართლებრივ დავაში ყველაზე მეტი კითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის დედის (მდინარა გიორგობიანის) მიერ სიძის (ვალერიან სილაქაძის) ნაჯახით შესაძლო დაჭრასთან დაკავშირებულმა გამოძიებამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სილაქაძის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება 2014 წლის 7 იანვარს დაიწყო, იგი დაზარალებულად 2015 წლის 24 სექტემბერს ცნეს. მდინარა გიორგობიანი კი მხოლოდ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. სწორედ ამ მოტივით, მოპასუხე მხარე პროცესზე მოსამართლე ურთმელიძის აცილების შუამდგომლობას აყენებდა, რაც მას არ დაუკმაყოფილეს.

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, იმისათვის რომ მოსამართლე აცილებული იქნეს კონკრეტული საქმიდან, საკმარისია თუნდაც ერთი გარემოების არსებობა, რომელმაც შესაძლოა, გონივრული ეჭვის საფუძველი შექმნას იმის თაობაზე, რომ მოსამართლე არ იქნება მიუკერძოებელი და ობიექტური“, - აცხადებდნენ მოპასუხე მხარის ადვოკატები.

„რუსთავი 2-ის" საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - სამოტივაციო ნაწილი

„რუსთავი 2-ის“ საქმის სამართლებრივი მხარე

“რუსთავი 2” - პოლიტიკა და სამართალი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^