Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ ჯანელიძე: 2017 წელს ევროკავშირში გაწევრების დაგეგმვა არარეალურია

28 დეკემბერი, 2016 16:24

2017 წელს ვერ დავგეგმავ ევროკავშირში გაწევრებას, რადგან ეს არარეალურია და შეიძლება, მოსახლეობას გავუჩინოთ არარეალური მოლოდინი - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეკითხვას, თუ როდის აპირებს ქვეყანა, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ოფიციალურად გააკეთოს.

მინისტრის თქმით, საქართველო წევრობაზე განაცხადს მაშინ გააკეთებს, როცა ამისთვის მზად იქნება და შესაბამისი კონტექსტიც იარსებებს, რომ გადაწყვეტილება „გასაგები, შესრულებადი და რეალური“ იყოს.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, თუ რა უდგას წინ განაცხადის გაკეთებას იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს შეუძლია, დამოუკიდებლად დაიწყოს საკუთარი თავის შემოწმება (ე.წ. სქრინინგი), თუ რამდენად აკმაყოფილებს წევრობისთვის არსებულ მოთხოვნებს, ასევე, თუ რა მიაჩნია მინისტრს 5 წელიწადის პროგრამა-მაქსიმუმად და აპირებს თუ არა საქართველო განაცხადის მას შემდეგ გაკეთებას, რაც საქართველო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სრულად შეასრულებს, ჯანელიძე პასუხობს, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს საბოლოო მიზანია და ასოცირების შეთანხმების შესრულება არ არის წევრობის წინაპირობა, თუმცა იგი კანონმდებლობის დაახლოების მექანიზმია.

„ძალიან კონკრეტული ხედვა - სქრინინგი პირველ რიგში გულისხმობს, საკანონმდებლო ნაწილში რამდენად მიახლოებული ვართ [ევროკავშირის კანონმდებლობასთან]. ჩვენ ამას ვაკეთებთ ასოცირების შეთანხმებით, რადგან ის სწორედ სკანონმდებლო და ინსტიტუტციურ დაახლოებას გულისხმობს. ჩვენ ამის იქითაც მივდივართ და სადაც შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ. ეს ნაბიჯები არის ყველა წევრისთვის სავალდებულო სპეციალიზებულ სააგენტოებთან მაქსიმალური მიახლოება და თანამშრომლობა რა დონეზეც შესაძლებელია. ეს არის აქტიური სექტორალური თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, რათა ყველა სექტორში პოლიტიკა იყოს თავსებადი ევროკავშირის სექტორალურ პოლიტიკასთან.

ეს არის ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობა, რათა არა მარტო წევრობით, არამედ ამ პროგრამებითაც მივიღოთ მეტი რესურსი და გაჩნდეს შესაძლებლობა ევროპული ინტეგრაციის და, რა თქმა უნდა, ფიზიკური ინტეგრაციის.

პოლიტიკური კომპონენტის თვალსაზრისით, გაცხადებულია, რომ ასოცირების შეთანხმება არ არის ჩვენი მაქსიმუმი და ჩვენი მიზანია წევრობა, რომელსაც ვუახლოვდებით გეგმაზომიერად და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეულ ნაბიჯს“ - თქვა მინისტრმა.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, ევროკავშირში გაწევრება უფრო მოკლე ვადაში წარმოუდგენია თუ NATO-ში, მინისტრი პასუხობს, რომ „[ევროკავშირში გაწევრების] განაცხადს მაშინ გავაკეთებთ, როცა ჩვენც მზად ვიქნებით და კონტექსტიც საიმისოდ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყოს გასაგები, შესრულებადი და რეალური“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა აღნიშნულია, როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის ერთობლივ განცხადებაში, ასევე „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ" საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტშიც.

ნაბიჯ-ნაბიჯ ევროკავშირისკენ

საჯად კარიმი საქართველოს EU-ში გაწევრებაზე: ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ამბიციებს

საგარეო პოლიტიკის რეზოლუციის პროექტი: „ევროკავშირში გაწევრება უალტერნტივო პრიორიტეტია"

ინტერვიუ დავით ბაქრაძესთან: ევროკავშირში გაწევრებაზე ცრუ მოლოდინები არ უნდა შევქმნათ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^