Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინიციატივა საჯარო სივრცისთვის: ხეების ჭრასთან დაკავშირებული ინიციატივა ბიზნესის ინტერესშია

22 თებერვალი, 2017 19:19

ორგანიაზცია „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“ ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლითაც იცვლება „თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

„შემოთავაზებული კანონპროექტი აუქმებს საკომპენსაციო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას, დაავადებული მწვანე ნარგავის ჭრის შემთხვევაში, შემოაქვს მწვანე ნარგავის ჭრის აუცილებლობის შესახებ დასკვნის გამცემი პირის განსაზღვრის კრიტერიუმები და ასევე განსაზღვრავს მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს და ნებართვის გაცემის წესის დადგენას თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული აქტით. 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ცვლილება ვერ პასუხობს კანონპროექტის ავტორთა დეკლარირებულ მიზნებს, რამდენადაც არ ითვალისწინებს სისტემური საკანონმდებლო ხარვეზების წინააღმდეგ ეფექტური და ქმედითი მექანიზმების დამკვიდრებას და პრიორიტეტულად ატარებს სამშენებლო ბიზნესის ინტერესებს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში დასაბუთებული მიზნები აცდენილია კანონპროექტის შინაარსს.

მიუხედავად მისი სათაურისა, რომელიც მწვანე ნარგავების დაცვის განსაკუთრებულ მექანიზმებზე მიუთითებს, კანონის არსებული რედაქცია არ გვთავაზობს გარემოზე მიყენებული ზიანის რეალური დაცვის, პრევენციისა და კომპენსაციის მექანიზმებს და ერთადერთ დაცვის მექანიზმად, მწვანე ნარგავების ჭრის შემთხვევაში, საკომპენსაციო გადასახადის გადახდას მოიაზრებს, ამიტომაც, კანონპროექტის განმარტებით ბარათში საკანონმდებლო ცვლილების ინიცირების ერთ-ერთ მიზეზად მითითებული, არსებული რეგულაციების დახვეწის საჭიროება და დაავადებულ ხე-მცენარეთაგან ჯანსაღი მცენარეების მიმართ არსებული დაავადებების საფრთხის თავიდან აცილების დაგეგმვა, ბუნებრივი აუცილებლობაა, თუმცა შემოთავაზებული კანონპროექტი ვერ ამკვიდრებს რაიმე მნიშვნელოვან მექანიზმს, არსებული რეგულაციების დასახვეწად და მათ მოსაყვანად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. გარემოს დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) განსაზღვრავს საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების პრინციპებსა და იმ მექანიზმებს, რითაც კანონმდებელი უნდა ხელმძღვანელობდეს ეკოლოგიური რესურსებისათვის მიყენებული ზიანის რეალური კომპენსირების მისაღწევად. აღნიშნული პრინციპების თანახმად, კანონმდებელმა უნდა გასწიოს სათანადო მცდელობა, რათა კანონმდებლობაში აისახოს გარემოზე ზემოქმედების კომპენსირების იერარქიული სისტემა, რისკის იდენტიფიკაციის, გარემოზე მიყენებული ზიანის პრევენციული ღონისძიებების, ზიანის თავიდან აცილებს, შემცირების, რეაბილიტაცია/რესტავრაციისა და საბოლოოდ ისეთი ზიანის კომპენსირების განსახორციელებლად, რომლის თავიდან აცილება, შეუძლებელი გახდა გატარებული ღონისძიებების შედეგად.

წარდგენილი კანონპროექტი, აუქმებს კანონმდებლობაში დღეს არსებულ ერთადერთ საკომპენსაციო ღონისძიებას და სრულად უგულებელყოფს აღნიშნული სისტემის სიღრმისეული დამუშავების საჭიროებასა და კანონმდებლობაში მისი ინტეგრაციის აუცილებლობას. 

კანონპროექტის გაცხადებულ მიზანს ასევე წარმოადგენს კანონის არსებულ რედაქციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, მწვანე ნარგავების დაავადებისა (ხმელი, ხმობადი, ამორტიზებული, ან ფაუტი ნარგავების მდგომარეობის) და ნარგავების განკურნების შეუძლებლობის შესახებ დასკვნის გამცემი პირისა და ჭრის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა და საკრებულოს მიერ  ხის ჭრის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დადგენა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის შინაარსი არ  ვერ აღწევს დასახულ მიზნებს, რამდენადაც, თავად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის შეფასებითაც, შემოთავაზებული კრიტერიუმები ბუნდოვანია და ვერ აკონკრეტებს იმ პირთა წრეს, ვინც შეიძლება პროფესიულად სანდო და კვალიფიციური დასკვნა გასცეს. შემოთავაზებული ფორმულირება, „შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პირი” ვერ უზრუნველყოფს არაკვალიფიციური, ან ბიზნესის ინტერესებთან მიკერძოებული დასკვნების შედეგად, ეკოლოგიური რესურსების მასიურად განადგურების არსებული პრაქტიკის შეცვლას. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ  მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გამცემი ორგანო, ისევე როგორც ნებართვის გაცემის წესი უკვე განსაზღვრულია ქ. თბილისის საკრებულოს დადგენილებით „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლის და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“.

საკანონმდებლო ცვლილება სამშენებლო ბიზნესის ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება. 2016 წლის დეკემბერში, პარლამენტში სამშენებლო კომპანია „ემ კვადრატის“ საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა რომელიც დაავადებული ხეების ჭრისათვის არსებული საკომპენსაციო მოსაკრებლის გაუქმებას მოითხოვდა. კომპანიის განცხადებით “დაავადებული ხეების მოჭრისათვის არსებული მოსაკრებლის გაუქმება ყველა სამშენებლო კომპანიისათვის მნიშვნელოვანია“. განსხვავებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტური ჯგუფების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებებისაგან, რომელიც „ემ კვადრატის“ წინადადების საპირისპირო შინაარსით, მწვანე ნარგავების დაცვის რეალური მექანიზმების შემოღებას მოითხოვს, „ემ კვადრატის“ წინადადებაზე, რეაგირება დაჩქარებული წესით, წარდგენიდან ოთხი დღის ვადაში განხორციელდა, ხოლო შემდგომ ეტაპებზე, მათი წინადადების შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტარმა სონღულაშვილმა წარადგინა. (სონღულაშვილის ოჯახი სამშენებლო კომპანია „სონეტ ქონსთრაქშენის“ მფლობელია. ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანია „მზიურის“ პარკის მომიჯნავედ, სარეკრეაციო ზონაში აწარმოებს მშენებლობას.)

კანონპროექტის დასამუშავებლად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის შეთავაზებით, ორგანიზებული იქნა სამუშაო ჯგუფი, სახალხო დამცველის წარმომადგენლის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტური ჯგუფებისა და კომიტეტის წევრების მონაწლეობით. სამუშაო პროცესში კომიტეტის მხრიდან გაცხადებული იქნა, ისეთი კანონპროექტის მომზადების სურვილი, რომელიც მხედველობაში მიიღებდა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეკოლოგიური რესურსის დაცვის რეალური და ეფექტური მექანიზმების შემოღების შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, კომიტეტის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი არსებითად არ განსხვავდება დეპუტატის მიერ ინიცირებული ვარიანტისაგან, რამდენადაც არც ის გვთავაზობს რეალური დაცვის მექანიზმებს და მწვანე ნარგავების დაცვას კვლავ არსებული, ხარვეზიანი სისტემის ქვეშ მოიაზრებს. გარდა აღნიშნულისა, სამუშაო ჯგუფის შექმნის პარალელურად, არ განხორციელდა სონღულაშვილის მიერ წარდგენილი კანონპროექტის უკან გახმობა, რაც სამუშაო ჯგუფის მუშაობის დასრულებამდე, კანონში ცვლილების წარდგენილი სახით შესვლის შესაძლებლობას უშვებს.  აღნიშნული მიზეზების გამო, ორგანიზაციამ „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“ დატოვა სამუშაო ჯგუფი . 

აღწერილი პროცესების ანალიზი აჩვენებს, განსხვავებით სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნებისგან, ბიზნესის ინტერესების დასაცავად საქართველოს პარლამენტის წევრებისა და კომიტეტების ეფექტურ და მყისიერ მოქმედებას, რაც დამატებით ცხადს ხდის განხილული კანონპროექტის რეალურ მიზნებს, დაიცვას ბიზნესის ეკონომიკური ინტერესი", - წერს ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“.

დეპუტატ დავით სონღულაშვილის პასუხი „ლიბერალში“ გამოქვეყნებულ მასალაზე

დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა პარლამენტში დაავადებული ხეების ჭრაზე ახალი პროექტი შეიტანა

ხეების ჭრაზე კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატის ოჯახი სამშენებლო კომპანიას ფლობს

ხეების ჭრის დარეგულირებისთვის პარლამენტს „მწვანე ალტერნატივამ" და „პარტიზანებმაც“ მიმართა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^