Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხეების ჭრაზე კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატის ოჯახი სამშენებლო კომპანიას ფლობს

27 დეკემბერი, 2016 18:40

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიზანია გამონაკლისის დადგენა იმისთვის, რომ დასაშვები იყოს კერძო საკუთრებაში არსებული დაავადებული მწვანე ნარგავის ჭრა ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ  სონღულაშვილის კანონპროექტი  დიდწილად იმეორებს გასულ კვირას პარლამენტში განხილული m2-ის საკანონმდებლო წინადადების სულისკვეთებას, რომელიც დაავადებული ხეების ჭრაზე კერძო მესაკუთრეს საკომპენსაციო გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. აღნიშნულ წინადადებას სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

ისინი წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხილვის შეჩერებას მოითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ აღნიშნული საკითხი მერიასთან, სამუშაო ფორმატში, სპეციალისტების ჩართვით უნდა შემუშავდეს.

„ლიბერალი“ დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტა დავით სონღულაშვილმა აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, „m2-ის წინადადების კანონპროექტის სახით წარდგენაზე გარემოს დაცვის კომიტეტმა უნდა იმუშაოს. როგორც „ლიბერალთან" საუბრისას გარემოს დაცვის კომიტეტის აპარატში განმარტავენ, დავით სონღულაშვილის კანონპროექტი მათგან დამოუკიდებლად მომზადდა.

ვინ არის დავით სონღულაშვილი?

დავით სონღულაშვილი ბიძინა სონღულაშვილის შვილია, რომლის კომპანიაც [შპს „სონნეთ ქონსთრაქშენი"] თბილისში, ჭავჭავაძის I ჩიხში მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. საპროექტო არეალის ნაწილი - 2539. კვ.მ. მზიურის პარკის მიმდებარე სარეკრეაციო ზონაში მდებარეობს. მრავალფუნქციური კომპლექსის სარეკრეაციო ზონაში აშენებასთან დაკავშირებით „ლიბერალმა“ მასალა ოქტომბერში მოამზადა.

შპს „სონნეთ ქონსთრაქშენი" 2010 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. მისი პრეზიდენტი კახეთის ყოფილი გუბერნატორი ბიძინა სონღულაშვილი, დირექტორი კი - იოსებ სონღულაშვილია. კომპანიის 72 %-ს იოსებ სონღულაშვილი ფლობს, დანარჩენ 28%-ს კი (7-7 %) - საფრანგეთის ოთხი სხვადასხვა მოქალაქე. 

კომპანია „სონნეთ ქონსთრაქშენის“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ კომპანია დაარსებიდან აქტიურადაა ჩართული სარემონტო-სამშენებლო საქმიანობაში. 

ვინაიდან დავით სონღულაშვილის ოჯახის წევრები სამშენებლო ბიზნესით არიან დაკავებულნი, სამოქალაქო საზოგადოების წევრები მისი მხრიდან ამ საკითხის წამოწევით საკითხის ლობირებაზე საუბრობენ.

„ლიბერალთან“ საუბრისას დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ ლობირებასთან დაკავშირებული მოსაზრებები საფუძველსმოკლებულია. მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია, კერძო სექტორს მოტივაცია გაუჩნდეს დაავადებული ხეების მოჭრის, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს სხვა ჯანმრთელი ხეებისთვის.

მისი თქმით, დაავადებული ხეების მოჭრა უნდა გათავისუფლდეს მოსაკრებლისგან, რადგან როდესაც ასეთი ხეები კერძო საკუთრების ტერიტორიაზეა, როგორც წესი, მას მესაკუთრე არ ჭრის [ვინაიდან თანხაა გადასახდელი], ეს კი ეპიდემიის კერაა. სონღულაშვილის თქმით, ერთი დაავადებული ხის მოჭრა საშუალოდ 1000-1500 ლარამდე ჯდება.

მისი განმარტებით, კანონპროეტით, ხის ჭრის პროცედურები არ იცვლება. ასევე, მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია, განისაზღვროს ჭრის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანო და ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მწვანე ნარგავის დაავადების ფაქტის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირი.

შეწირულობა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 

„გურჯაანის მაჟორიტარის ოჯახმა და ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნება“ 290 000 ლარით დააფინანსეს", - ამ სათაურით კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მასალა 2 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ცენტრი სტატიაში წერს, რომ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, 4 ოქტომბერს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ „გამსახურდიას 5“ (ს/კ - 404882926) „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა 120 000 ლარი, რაც იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური პარტიისათვის განხორციელებული წლიური შემოწირულობის დადგენილი მაქსიმალური თანხაა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კომპანიაში დავით სონღულაშვილი ფლობს კაპიტალის 16%-ს, მისი დედა დარეჯან ღუღუნიშვილი-სონღულაშვილი და ძმა იოსებ სონღულაშვილი - 17-17%-ს. გარდა ამისა, იოსებ სონღულაშვილს ამ კომპანიის პრეზიდენტის პოზიციაც უკავია.

იმავე დღეს, სახელისუფლებო პარტიის ანგარიშზე ერთობლივად 120 000 ლარი გადარიცხეს დავით სონღულაშვილის ძმამ - იოსებ სონღულაშვილმა და შპს „გამსახურდიას 5-ის“ კაპიტალის 50%-ის მფლობელმა და დირექტორმა ნუკრი ლიპარტაშვილმა (თითოეულმა - 60 000 ლარი), რაც  ფიზიკური პირის მიერ პოლიტიკური პარტიის მიმართ წლიური შემოწირულობის ზღვრული ოდენობაა.
არჩევნების მეორე ტურის წინ, 24 ოქტომბერს კი „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა დავით სონღულაშვილის მამამ - ბიძინა სონღულაშვილმა, რომელიც 2000-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობდა.

საერთო ჯამში გურჯაანის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარის ოჯახისა და ბიზნესპარტნიორის შემოწირულობებმა 290 000 ლარი შეადგინა".

დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა პარლამენტში დაავადებული ხეების ჭრაზე ახალი პროექტი შეიტანა

კიდევ ერთი მრავალფუნქციური კომპლექსი სარეკრეაციო ზონაში

ფერაძე m2-ის წინადადებაზე: თუ ამ ფორმატში გაგრძელდა განხილვა, იქნება დიდი მწვანე რევოლუცია

პარლამენტმა ხეების ჭრასთან დაკავშირებულ წინადადებას მსვლელობა მისცა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^