Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა შემთხვევაში არ მიენიჭება მასწავლებელს კრედიტქულა დამატებითი/სავალდებულო აქტივობისას

03 მარტი, 2017 14:42

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრმა მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები შეიმუშავა. დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ის კრიტერიუმები, რომლებიც აფასებს თუ რა დონეს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის საქმიანობა, რომ მან კონკრეტული აქტივობების განხორციელებისთვის კრედიტქულა მიიღოს. დოკუმენტში გაწერილია სულ 29 აქტივობა და თითოეული მათგანის შეფასებისას საჭირო კრიტერიუმები.

მასწავლებელს სავალდებულო ან/და დამატებით აქტივობაში კრედიტქულა არ მიენიჭება იმ შემთხვევებში თუ:

ა) თუ მასწავლებელი წარმოადგენს ისეთი სავალდებულო​ ან/და დამატებით აქტივობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც შეფასებულია სხვა აქტივობის ფარგლებში;

ბ) თუ მასწავლებელი სავალდებულო ან/და დამატებითი აქტოვობის განხორციელებისას არ დაიცავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) თუ მასწავლებელი სრულად არ წარმოადგენს სავალდებულო ან/და დამატებითი აქტივობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციას;

დ) თუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფს აქვს საფუძვლიანი და დასაბუთებული ეჭვი, რომ რეალურად არ განხორციელებულა მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი სავალდებულო ან/და დამატებითი აქტივობა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნულ შემთხვევებში, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მასწავლებლის შეფასების ველში მიეთითება 0 (ნული) ქულა.

რა კრიტერიუმებით შეფასდება პედაგოგთა აქტივობები - დოკუმენტი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა - საბოლოო ვერსია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 იანვარი
16 იანვარი

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გა ...

შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიებაში ჩაერთო სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებ ...
16 იანვარი
16 იანვარი

26 წლის მამაკაცს ოთხჯერ ესროლეს - დაჭრილ ...

მორიგი კრიმინალური შემთხვევა თბილისში - ნუცუბიძის ფერდობზე, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან,  26 წლის ...
16 იანვარი
16 იანვარი

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრ ...

თბილისის მოსახლეობის ნაწილს  ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონი 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვ ...
^