მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებებია. განახლებული სქემა კომისიის მიერ უკვე დამტკიცდა. შესაბამისად, სწორედ სქემაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით მოუწევთ პედაგოგებს საკუთარ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა. "ლიბერალმა" ექსკლუზიურად მოიპოვა განახლებული სქემის დადგენილება.
სქემის განახლებულ ვერსიაში არაერთი სიახლეა. ჯამში სქემა განმარტებითი ბარათის მიხედვით უფრო მრავალფეროვანი გახდა და ის მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად და კარიერული წინსვლისთვის, ერთის ნაცვლად, ორ გზას სთავაზობს. ასევე გაიზარდა იმ აქტივობების ჩამონათვალი, რომელთა გავლის შედეგად პედაგოგს კრედიტის მოპოვება შეეძლება. ცვლილებები ეხება ასევე უფროსი და წამყვანი მასწავლებლების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს. კერძოდ, შემცირებულია სავალდებულო აქტივობების რიცხვი და გაზრდილია დამატებითი აქტივობები.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ახალი სქემით გვყავს ოთხი კატეგორიის მასწავლებელი და ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლას პედაგოგები სხვადასხვა აქტივობით კრედიტების დაგროვების შედეგად შეძლებენ.
მთავარი სიახლე პრაქტიკოსი მასწავლებლებს შეეხება
პრაქტიკოსი მასწავლებელი პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს ინარჩუნებს უვადოდ/უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებამდე. უფროსი სტატუსის მოსაპოვებლად პრაქტიკოსს სქემა ორ გზას სთავაზობს.
პირველი გზა
პრაქტიკოსმა 19 კრედიტქულა უნდა დააგროვოს უფროსი მასწავლებლების სტატუსის მისაღებად.
პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ კრედიტქულების დაგროვების სავალდებულო აქტივობებია:
- 2 საგაკვეთილო დაკვირვება, რომელსაც მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს. პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელი ჯამურად მოიპოვებს 4 კრედიტქულას, ერთი საგაკვეთილო დაკვირვება 2 კრედიტქულა.
- საგნისა და პროფესიული კომპეტენციების დადასტურება ტესტით
15 კრედიტქულის მოსაპოვებლად მასწავლებელი ვალდებულია საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია ერთჯერადად დაადასტუროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტებით. მასწავლებელს საშუალება ეძლევა კრედიტქულები საგნობრივი და პროფესიული მიმართულებით სრულად ან ნაწილობრივ დააგროვოს.
საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების პრინციპი მოცემულია ცხრილში #1
თუ მასწავლებელმა საგნობრივ ან პროფესიულ ტესტში მოაგროვა ჯამური ქულის 81-90 % მას დამატებით 2 ბონუსი მიენიჭება, ხოლო 91-100%-ის დაგროვების შემთხვევაში 4 ბონუსი. აღნიშნული ბონუსები ცხრილში მითითებულ კრედიტქულებად აისახება და მასწავლებლებს ეხმარება უფროსი მასწავლებლის სტატუსის დაჩქარებულად მიღწევაში.
თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი სავალდებულო აქტივობებით სრულად ვერ დააგროვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღწევისთვის საჭირო 19 კრედიტქულას, მას შესაძლებლობა ეძლევა დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს პროპორციულად შესაბამისი მიმართულების აქტივობებით - N1 ცხრილიდან.
II გზა:
პრაქტიკოს მასწავლებელს, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოიპოვებს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში;
ბ) მოიპოვებს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში.
გ)პრაქტიკოსმასწავლებელს, რომელიც მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიიღებს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატს, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
უფროსი მასწავლებელი
- ახორციელებს თვითშეფასებას თვით¬შეფასების კითხვარის გამოყენებით;
- თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას;
- სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით;
- მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს;
- ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას.
უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება
უფროსი მასწავლებელი, უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, ვალდებულია N2 ცხრილით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებით ყოველი წლის განმავლობაში დააგროვოს არანაკლებ 4კრედიტქულა. ყოველწლიურად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია ჩაატაროს გაკვეთილი, რომელსაც ესწრება მასწავლებლის დაკვირვების ჯგუფი, უფროსი მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელი მოიპოვებს 1 კრედიტქულას. ამ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსს ინარჩუნებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებელი კრედიტქულების დაგროვებამდე.
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსმა მასწავლებელმა შეიძლება აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი გზა:
I გზა:
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელვალდებულია დააგროვო 19 კრედიტქულა. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი:
ა) ახორციელებს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას და კვლევის შედეგებს უზიარებს კოლეგებს(3კრედიტქულა);
ბ)გადის გარედაკვირვებას (5 კრედიტქულა);
გ) ატარებს 2 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);
დ) ახორციელებს N2 ცხრილით გათვალისწინებულ აქტივობებს (9კრედიტქულა), რომლებიც განაწილებულია 4 მიმართულებად. უფროსი მასწავლებელი 9 კრედიტქულას აგროვებს არანაკლებ 3 მიმართულებიდან (გამონაკლისს წარმოადგენენ ფასილიტატორები).
II გზა:
უფროს მასწავლებელს, განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მინიჭების შემთხვევაში, მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს უფროსი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უფროსი მასწავლებლისათვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ.
წამყვანი მასწავლებელი:
- ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით;
- თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას;
- სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით;
- მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს პროფესიული განვითარებისთვის მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს.
- ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას.
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება
წამყვანი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, ვალდებულია N2 ცხრილით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებით ყოველი წლის განმავლობაში დააგროვოს არანაკლებ 4 კრედიტქულა. ამ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი წამყვანი მასწავლებლის სტატუსს ინარჩუნებს უვადოდ/მენტორის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებელი კრედიტქულების დაგროვებამდე.
მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანიმასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს 25 კრედიტქულა. მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი:
ა) ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს (1 კრედიტქულა თითოეულზე);
ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა დაკვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (4 კრედიტქულა);
გ) ქმნის სასწავლორესურსსანრეცენზირებულპროფესიულლიტერატურას(2 კრედიტქულა);
დ) ახორციელებს N2 ცხრილით გათვალისწინებულ აქტივობებს (15კრედიტქულა), რომლებიც გადანაწილებულია 4 მიმართულებად. უფროსი მასწავლებელი 15 კრედიტქულას აგროვებს არანაკლებ 3 მიმართულებიდან (გამონაკლისს წარმოადგენენ ფასილიტატორები).
მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს წამყვანი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას წამყვანი მასწავლებლისათვის მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ.
მენტორს მენტორის სტატუსი უნარჩუნდება უვადოდ.
მენტორის ფუნქცია-მოვალეობები მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე და კათედრის/სკოლის განვითარებაზე.
სხვა სიახლეები სქემაში:
დებულებაში გაჩნდა მუხლი სათაურით: სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა.
რაც ნიშნავს, რომ განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს შეიძლება მიენიჭოს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.
„,,სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის N5 დადგენილებით შექმნილი სახელმწიფო კომისია შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთისტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს.“ ვკითხულობთ დებულებაში.
საგულისხმოა, რომ სქემაში ისევ დაბრუნდა გარე დაკვირვების კომპონენტი, თუმცა როგორი ინსტრუმენტით განხორციელდება გარე დაკვირვება განმარტებული არაა. დებულებაში არსებული ჩანაწერით გარე დაკვირვება განხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.