Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეჯელავა: გამომცემლები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, ცუდ სახელმძღვანელოებს მაღალ ფასად გამოსცემდნენ

03 აპრილი, 2017 13:12

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, იმ გამომცემლებს, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტი პრეტენზია აქვთ გრიფირების ახალ წესთან დაკავშირებით, ასევე აქვთ „დიდი გამოცდილება ცუდი სახელმძღვანელოების მაღალ ფასად გამოცემის“.

„ანუ მათ შეძლეს თავის დროზე, რომ  მაღალ ფასად ცუდი სახელმძღვანელოები შეექმნათ, ამიტომ მათი წუხილი სახელმძღვანელოების ხარისხზე მგონი უადგილოა. დარწმუნებული ვარ და მე ვაგებ პასუხს ამაზე, რომ სახელმძღვანელოები იქნება ძალიან ხარისხიანი“,- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სახელმძღვანელოების შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს იმავე პრინციპით, რასაც მსოფლიო ბანკი იყენებს საკონსულტაციო მომსახურებაში, სადაც ხარისხს აქვს მაღალი წონა და მხოლოდ მაღალი ხარისხის მომწოდებლები უწევენ ერთმანეთს ფასით კონკურენციას.

გამომცემელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ შეთავაზებული სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესის მიხედვით, გამომცემლები და ავტორები სურვილისა და მზადყოფნის მიუხედავად, კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან გრიფირების პირობები თანაბარ კონკურენციასა და  შრომის სამართლიან ანაზღაურებას არ უზრუნველყოფს.

გრიფირება I-VI კლასების სახელმძღვანელოებისთვის ცხადდება. როგორც დაგეგმილი იყო, 2017-2018 სასწავლო წელს I-VI კლასებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, განახლებული სახელმძღვანელოების დაბეჭვდა ვერ მოესწრება, ამიტომ ახალი სახელმძღვანელოები სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლიდან შევა. როგორც მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განმარტა, ახალი სახელმძღვანელოები 2017- 2018 სასწავლო წლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გასაცნობად, მაგრამ სკოლებისთვის არ დაიბეჭდება.

წიგნის გამომცემლები: გრიფირების პირობები თანაბარ კონკურენციას არ უზრუნველყოფს

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესი დამტკიცდა

რაზე შეთანხმდნენ/ვერ შეთანხმდნენ სამინისტრო და გამომცემლები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^