Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შესაძლოა ჩილიმ ბარებში ჩილიმის მოწევა აიკრძალოს

10 აპრილი, 2017 15:53

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის თანახმად, თამბაქოს მოწევა რიგ დაწესებულებებში 2018 წლამდე შეიზღუდება, 2018 წლიდან კი, სასტუმროებისა და სტადიონების გარდა, სრულად აიკრძალება.

პროექტი მოწევასთან დაკავშირებით აკრძალვას საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ობიექტში აწესებს. მათი დარღვევა შესაბამის ჯარიმებს ითვალისწინებს.

კანონპროექტით, ფართოვდება ტერმინი „თამბაქოს ნაწარმი“ და მას ემატება ისეთი თამბაქოს ნაწარმის სახეობა როგორებიცაა მაგალითად ,,ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო“, „საწუწნი თამბაქო“, „ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების ნიკოტინის შემცველი მასალები/კარტრიჯები/კაფსულები” და ა.შ.

კანონპროექტის ინიციატორი, გუგული მაღრაძე ფიქრობს, რომ ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო ჩილიმ ბარებშიც უნდა აიკრძალოს, თუმცა, მისი თქმით, ეს საკითხი მეორე მოსმენისთვისაა შესათანხმებელი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რანაირი რეგულაციები გავაკეთოთ დიდ კაზინოებსა და ჩილიმ ბარებთან დაკავშირებით. მეორე მოსმენამდე რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე, მაგალითად, მომხრე ვარ, რომ აიკრძალოს, მაგრამ ამაზე უმრავლესობაშიც და მთავრობასთანაც უნდა შევჯერდეთ“, - ამბობს გუგული მაღრაძე

კანონპროექტის ინიციატორის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჩილიმ ბარებზე გამონაკლისს დაუშვებენ, იქ საკვების გაყიდვა უნდა შეიზღუდოს.

„იქ არ იქნება არანაირი სასმელი და საჭმელი, რადგან, ეს რომ დავუშვათ, მაშინ შეიძლება ყველა სხვამაც (კაფე-ბარმა) დაირქვას ჩილიმ ბარი... გამონაკლისის შესახებ, ჯერ ზუსტად არაფერი ვიცი. ეს მეორე მოსმენისთვის შესათანხმებელი საკითხია და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ღამის კლუბებსა და ბარებში ნამდვილად აიკრძალება, იმიტომ, რომ იქ სასმელი და საჭმელია და ჩვენ ამას არ ვუშვებთ“, - ამბობს გუგული მაღრაძე

პროექტის თანახმად, კაფე-ბარების, რესტორნებისა და კვების ობიექტების, სამორინეებისა და აზარტული კლუბების მეპატრონეები 2018 წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილნი იქნებიან, შენობაში სპეციალურად მწეველთათვის განკუთვნილი ადგილები გამოყონ, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • არ უნდა იკავებდეს შესაბამისი დაწესებულების საერთო ფართობის 50%-ზე მეტს;
  • ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^