Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი მამალაძეს შემდეგ პროცესზე ისევ რამიშვილი და ფანცულაია დაიცავენ

24 მაისი, 2017 16:11

„ციანიდის საქმეზე“ დაკავებული გიორგი მამალაძის უფლებებს შემდეგ პროცესზე ისევ გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი დაიცავენ. ამის შესახებ „ლიბერალს“ რამიშვილმა განუცხადა.

შესაბამისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლო მიიღო. ადვოკატებმა ორშაბათს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულ მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაიცავდა. 

როგორც მიხეილ რამიშვილმა „ლიბერალს“ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ბრალდებული სემდეგ პროცესზე დასწრებას გეგმავს. 

19 მაისს სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ მისი ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომების სრულად დახურვა გააპროტესტა და სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა. მან სხდომის დატოვებისკენ ადვოკატებსაც მოუწოდა, რის შემდეგაც ისინი დარბაზიდან გავიდნენ. 

რამიშვილი სახაზინო ადვოკატის დანიშვნაზე: ესაა მცდელობა, ამ საქმეს ჩამოგვაშორონ

დეკანოზ მამალაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა

„ციანიდის საქმეზე“ სასამართლო პროცესი ადვოკატებმაც დატოვეს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გიორგი მამალაძისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას უკანონოდ მიიჩნევს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^