Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„GIPA”-ს სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამამ პირობითი აკრედიტაცია მიიღო

16 თებერვალი, 2018 21:04

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამამ პირობითი აკრედიტაცია მიიღო. როგორც ცენტრში „ლიბერალს“ განუცხადეს პროგრამას გარკვეული ხარვეზები დაუდგინდა, რის გამოც 2-წლიანი პირობითი აკრედიტაცია მიიღო. 

21 თებერვლისთვის გადაიდო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა, სადაც უნივერიტეტის კიდევ ერთი პროგრამის - სამართლის საბაკალავრო პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭების საკითხი გადაწყდება. 

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) სამართლის პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს პირველადი დასკვნა უკვე მიიღო. სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა მიიჩნევს, რომ დასკვნა, აკრედიტაციის კრიტერიუმებისა და სტანდარტების არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. მისივე შეფასებით, კომისიამ „არასწორად აიტაცა“  სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც უნივერსიტეტებისა და პროგრამების დრამატულ შემცირებას ისახავს მიზნად.

რა კითხვებს უჩენს „GIPA-ს“ პროგრამების აკრედიტაციის პროცესი

ცოტა ხნის წინ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის 16-კაციანმა საბჭომ აკრედიტაციაზე უარი უთხრა  „GIPA”-ს ახალ საბაკალავრო პროგრამას საჯარო მმართველობაში. უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ის ახლა აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.

GIPA-ს რექტორი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს

უნივერსიტეტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე. მისი თქმით, პროგრამისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმის საფუძველი იყო თვითონ პროგრამის ხარისხი, შინაარსხი და ა.შ. 

სანიკიძე: GIPA-ს პროგრამის აკრედიტაციაზე უარის საფუძველი არის თვითონ პროგრამის ხარისხში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^