Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ გამოიყურება ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკი

16 აპრილი, 2018 13:32

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აგარაკთან დენდროლოგიური პარკის გაშენება ორი წლის წინ დაიწყო. პარკის მოსაწყობად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხე-მცენარეები, მათ შორის ასწლოვანი, გიგანტური ხეები გადააქვთ.

„იმედის კვირის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის პარკში 100-მდე ხეა გადარგული.  პარკი 4.5 ჰექტარზეა გაშენებული. მათივე ინფორმაციით, პარკი დაახლოებით ერთ წელიწადში ოფიციალურად ჩაეწერება მსოფლიოს დენდროლოგიური პარკების სიაში, სავარაუდოდ, ამ დროისთვის დასრულდება პარკში ხეების გადარგვა.

გარემოს დამცველები და აქტივისტები გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე საუბრობენ. უფრო კონკრეტულად კი, მათი შეფასებით, ხეების გადატანის გამო დიდი ზიანი ადგება იმ ადგილს, საიდანაც ხეები გადააქვთ, ვინაიდან გზის გაყვანის მიზნით იჭრება ათობით სხვა ხე. მეორე მხრივ, მათი შეფასებით, გადატანილი ხეების გახარების პროცენტი ძალიან მცირეა.

რა ვიცით ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის შესახებ

ფოტო/ვიდეო ►როგორ გადააქვთ ციხისძირიდან მაგნოლიის ხე შეკვეთილში

ფოტო► ენმ: ქობულეთის მუნიციპალიტეტში ივანიშვილის ხის ტრანსპორტირებისთვის ხეები გაჩეხეს

ხეების გასვენება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^