
დღეს გორში, სტალინის მუზეუმთან, მოქალაქეებს შორის შელაპარაკება მოხდა. მოქალაქეების ნაწილს, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აპროტესტებდნენ, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი სიტყვიერად დაუპირისპირდა, ისინი ამბობდნენ, რომ „რუსეთი ოკუპანტი არ არის“.