პარლამენტს ახალი მინისტრთა კაბინეტი უკვე წარედგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, ხვალ მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტების გაერთიანებული სხდომის, საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში მოუსმენენ. მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე კი პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე, 14 ივლისს იმსჯელებს.
ახალი მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრმა დღეს წარადგინა:
1. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი;
2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ქობულია;
4. თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;
5. იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;
6. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი;
7. საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;
8. ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;
9. შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია;
10. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;
თეა წულუკიანი რჩება - ბახტაძემ „მცირე მთავრობის" შემადგენლობა დაასახელა
სახელმწიფო მინისტრის აპარატი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.
პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კახა კახიშვილი დანიშნა.
სამინისტროების ძველი სახით გაუქმების გამო მინისტრის თანამდებობაზე აღარ იქნებიან სასჯელაღსრულების მინისტრი - კახა კახიშვილი, კულტურის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი.
გიორგი ქობულია: ეკონომიკაში დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას
განათლების მინისტრობის კანდიდატი კერძო სკოლისა და უნივერსიტეტის თანამფლობელია