Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაშაძე კანაფის წარმოების კონსტიტუციით აკრძალვისთვის ხელმოწერების შეგროვებას აპირებს

02 ნოემბერი, 2018 16:05

„ნაციონალური მოძრაობისა“ და კიდევ 9 პარტიის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული საზოგადოების, ეკლესიის, გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციამ ნაყოფი გამოიღო და ამომრჩეველმა აიძულა ივანიშვილი, უარი ეთქვა კანაფის წარმოებაზე, „ქვეყნის ნარკოპლანტაციად და ხელისუფლების ნარკობარიგად გადაქცევაზე“.

ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი უარს არ იტყვის მარიხუანის წარმოებით მიღებულ 500%-იან მოგებაზე, ამიტომ პრეზიდენტობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ისევ შეიტანს მარიხუანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში. 

„ჩვენ ერთი წუთი არ შევწყვეტთ ამ კამპანიას, შევაგროვებთ 200 ათას ხელმოწერას იმისათვის, რომ კონსტიტუციაში შევიდეს შესწორება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აკრძალავს ჩვენი ერის განადგურებისკენ მიმავალი ე.წ. კანონპროექტების პარლამენტში შეტანას“, - განაცხადა ვაშაძემ. 

ვაშაძის თქმით, ის ქვეყნის განვითარებას არა მარიხუანის, არამედ ცოდნის ეკონომიკის გზით აპირებს. 

„დაიწყება ეფექტიანი, მრავალპარტიული, კოალიციური, ევროპული მთავრობის შექმნა, რომელიც ქვეყანას დღეს არსებული კრიზისიდან გამოიყვანს და რაც მთავარია, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებისა, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს იმას, რომ ნელ-ნელა ყალიბდება კონსენსუსი იმ გზაზე, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს „ქართული ოცნების“ მიერ გამოწვეული კრიზისიდან“, - განაცხადა ვაშაძემ 


დღეს საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში კანაფის კულტივიზაციის კანონპროექტს პარლამენტიდან გამოითხოვს.  

კანაფის კულტივიზაციის კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გამოიწვევს - გახარია

ეს ნიშნავს იმას, რომ საკითხი დახურულია - გახარია კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^